AVTO
270980418_1150347615499628_6411886350237766903_n
დასრულდა წარმატებული პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა “ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება”

და აი დასრულდა კიდევ ერთი წარმატებული პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა “ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება” გთავაზობთ კმაყოფილი სტუდენტებისა და მათ მიერ მომზადებული კერძების ამსახველ ფოტომასალას. პროგრამა დაფინანსდა და განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში.

268788793_1143183316216058_7770056077899694044_n
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! დიდმოწამე ბარბარე თავისი კურნებისა და მფარველობის მადლით შეეწიოს თქვენს ოჯახებს!

267679730_220151756920356_9081655010332923911_n
დღის ამბები!

პროფესიული განათლების ჟურნალი და ჩვენი მასწავლებლის თაბუკა ციმინტიასა და პროგრამა “სამკერვალო წარმოების” პროფესიული სტუდენტის მადონა წერედიანი – ის სტატია – მესტიის კოლეჯი “თეთნულდი” დიდი შესაძლებლობების ჰაბი ახალგაზრდებისათვის, სტუდენტური ცხოვრება და გამოწვევები” გაეცანით – https://newvet.e

265968648_1139089389958784_6853052332948925982_n
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა! ყოველწლიურად, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნე­ბა. სწორედ ამ დღეს, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ­მა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნე­ლოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით. გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა

263503977_1137315930136130_8020631367091190860_n
ახალგაზრდული კლუბის “თეთნულდი” 2021 წლის ანგარიშის წარდგენა

დღეს ჩატარდა კოლეჯში არსებული ახალგაზრდული კლუბის “თეთნულდი” 2021 წლის ანგარიშის წარდგენა და ახალი კლუბის წევრების მიღებასთან დაკავშრებული საკითხების განხილვა პრეზენტაციას ესწრებოდა კოლეჯის სტუდენტები და ადმინისტრაციის წევრები დაისახა სამომავლო გეგმები და გამოიკვეთა ინიციატივები

264983958_1136755036858886_2313567451890421464_n
სტუდენტთა საყურადღებოდ!

ხვალ, 7 დეკემბერს 12:00 საათზე სააქტო დარბაზში კოლეჯთან არსებული ახალაზრდული კლუბი “თეთნულდი” სტუდენტებთან ჩაატარებს შეხვედრას კლუბის საქმიანობისა და აქტივობების შესახებ…გთხოვთ, გაითვალისწინოთ

262908673_1135588670308856_596683965022734459_n
დღის ამბები !

სულ ცოტა ხნის წინ მესტიას კიდევ ერთი შესანიშნავი სასტუმრო Paliani Hotel / სასტუმრო ფალიანი შეემატა. გაინტერესებთ რა იყო სასტუმრო “ფალიანის” პირველი სტრატეგიული ნაბიჯი? – მჭიდრო კავშირი კოლეჯთან “თეთნულდი” კოლეჯის “თეთნულდი” პროგრამა სასტუმრო მომსახურების მოქმედი სტუდენტები დასაქმდნენ სასტუმრო “ფალიანში” ისინი გაივლიან ერთ კვირიან პრაქტიკას რის შემდეგაც შეუდგებიან მუშაობას. ასევე პროგრამა კულინარიის სტუდენტი ნათია გულედანი შეურთდა სასტუმრო […]

264234615_1135015920366131_7194268856118380284_n
3 დეკემბერს, მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

3 დეკემბერს, მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საზოგადოების თითოეული წევრის და ყველა ინსტიტუციის ვალდებულებაა ხელი შეუწყოს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირებს იცხოვრონ დამოუკიდებლად, სრულყოფილ და თანასწორ პირობებში, აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

261363334_1132837253917331_6690945424232427377_n
ონლაინ შეხვედრა კომუნიკაციის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებთან

დღეს ჩატარდა ონლაინ შეხვედრა კომუნიკაციის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებთან. კომუნიკაციების კომისია შეხვედრას ესწრებოდნენ:კოლეჯის სტუდენტები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრის მიზანი იყო კომუნიკაციის მომხარებელთა უფლებების დაცვა!

258634412_1126109114590145_3351687856250218726_n
სსიპ კოლეჯის “თეთნულდი” დევნილის სტატუსის მქონე პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

სსიპ კოლეჯის “თეთნულდი” დევნილის სტატუსის მქონე პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!!! „პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო განაცხადების მიღება. ყველა დევნილს და ეკომიგრანტს, რომელიც სწავლობს კოლეჯში “თეთნულდი” აუნაზღაურდება საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლებლამდე გადაადგილების ხარჯი. პროგრამაში მონაწილეობისთვის, დევნილმა/ეკომიგრანტმა უნდა შეავსოს განაცხადი და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს, შემდეგ მისამართზე: მესტია, ერეკლე ფარჯიანის ქ.N 25სსიპ კოლეჯში “თეთნულდი” ან შევსებული და დასკანერებული […]

258288222_1125374877996902_6107666149937546139_n
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს !!!!

კოლეჯი “თეთნულდი” ულოცავს ყველა სტუდენტს ამ დღეს !! 17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.

256252732_1124183811449342_6776759025824522223_n
კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე “ხე-ტყის დამზადება და ხანძარსაწინააღმდეგოპრევენციული ღონისძიებები”

კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე “ხე-ტყის დამზადება და ხანძარსაწინააღმდეგოპრევენციული ღონისძიებები” სწავლა დაიწყება – 20/11 სწავლა დასრულდება-30/11 მსმენელების რაოდენობა -10 რეგისტრაციისთვის მიმართეთ კოლეჯს ან დარეკეთ 577577406 – ნანული ხვისტანიგისურვებთ წარმატებას

255162615_1120322731835450_5411300637793820601_n
დღეს 2021 წლის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთათვის სწავლა დაიწყო

დღეს 2021 წლის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთათვის სწავლა დაიწყო პირველი დღე! პირველი შთაბეჭდილება ! ჩვეული პოზიტივით დასამახსოვრებელი დღე ვაჩუქეთ სტუდენტებს ფეხბედნიერი ყოფილიყოს თითოეული მათგანის პირველი ნაბიჯები გვჯერა! ეს ადამიანები შეცვლიან საქართველოსა და სვანეთის მომავალს კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დაწყებას!

2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ახალი ნაკადის სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ახალი ნაკადის სტუდენტთა  საყურადღებოდ!!! სწავლა იწყება ორშაბათს, 8 ნოემბერს 10:00 სთ-ზე ტრადიციულად,  სწავლის პირველი დღის აღსანიშნავად   გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მასპინძელი სტუდენტებისგან კი გელოდებათ სიურპრიზები

images
სსიპ კოლეჯის „თეთნულდი“ კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!!!

სსიპ კოლეჯის „თეთნულდი“ კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!!! სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში 2021 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს განაცხადების მიღება „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის” ფარგლებში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს ან/და ეკომიგრანტს, რომელიც:• არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების 2013 და შემდეგი წლების კურსდამთავრებული• ამავე წლების, სსიპ […]

241852001_1084834058717651_6700786495766486056_n
აპლიკანტთა შერჩევის პროცესი !

სსიპ კოლეჯში “თეთნულდი” წარმატებით ჩაიარა აპლიკანტთა შერჩევამ პროგრამისთვის “სამკერვალო წარმოება” !!!! მოტივაციური გასაუბრება და შემოქმედებითი ტური კოლეჯი “თეთნულდი” წარმატებას უსურვებს თითოეულ აპლიკანტს!

241693337_1082107075657016_986416125936967651_n
სსიპ კოლეჯში “თეთნულდი” წარმატებით მიმდინარეობს 2021 წლის მიღების ზეპირი მოტივაციური გასაუბრება

აპლიკანტებისათვის შერჩევის პროცესს უზრუნველყოფს კოლეჯის ადმინისტრაცია და პროფესიული მასწავლებლები კოლეჯი “თეთნულდი” წარმატებას უსურვებს თითოეულ აპლიკანტს!

240820617_1076543522880038_38620778192920984_n
სსიპ კოლეჯში “თეთნულდი” 2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა გასაუბრების თარიღები.

1.ბუღალტრული აღრიცხვა – ტესტირება, მოტივაციური გასაუბრება . 06-07 სექტემბერი 2. სატყეო საქმე – მოტივაციური გასაუბრება . 8 სექტმებერი 3. სასტუმრო მომსახურება – მოტივაციური გასაუბრება. 8 სეტემბერი 4. კომპიუტერული ქსელი და სისტემები ინტეგრირებული – მოტივაციური გასაუბრება. 9 სეტემერი 5. კომპიუტერული ქსელი და სისტემები მოდულური- მოტივაციური გასაუბრება 9 სექებერი 6. ინფორმაციის ტექნოლოგია – მოტივაციური გასაუბრება. 9 სექტემბერი […]

Безымянный
წარმოგიდგენთ პროგრამის “სამკერვალო წარმოება” ფარგლებში შექმნილი “საბავშვო სამოსის” ჩვენებას

წარმოგიდგენთ პროგრამის “სამკერვალო წარმოება” ფარგლებშიშექმნილი “საბავშვო სამოსის” ჩვენებას კოლეჯი „თეთნულდი“ გთავაზობთ კერვის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას. ნუ გამოტოვებთ შანსს გამოიყენოთ შესაძლებლობა, შეისწავლოთ საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია სრულიად უფასოდ და თან კოლეჯში შეძენილი ცოდნით ხელი შეუწყოთ საკუთარი მომავალი ცხოვრების დაგეგმვას. სწავლის ხანგრძლივობა 17 თვე (არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის 20 თვე) პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება (ცხრაკლასდამთავრებული) პროგრამის ხელმძღვანელი ნანული […]

217652305_325936122568562_6758823107694496912_n
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია

რეგისტრაცია 20 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება იხილეთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია ინსტრუქცია

1
რეგისტრაცია იწყება !!!!!

სსიპ კოლეჯი „თეთნულდი“ აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ინფორმაციის ტექნოლოგია სწავლის ხანგრძლივობა 11 (არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის 14 თვე) თვე პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება (ცხრაკლასდამთავრებული) კომპიუტერული ქსელი და სისტემები არა ინტეგრირებულ(მოდულური) -სწავლის ხანგრძლივობა 16 თვე ( არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის 22თვე) პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება ინტეგრირებული – სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი პროგრამაზე დაშვების […]

კოლეჯის კიდევ ერთი წარმატება!

2021 წლის 12 ივნისს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე კოლეჯმა „თეთნულდი“ წარმატებით მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ქსელები და სისტემები“ განხორციელების უფლება ორი მიდგომით: მოდულური – სწავლის ხანგრძლივობა 16 თვე ინტეგრირებული – სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი. ინტეგრირებული პროგრამა საშუალებას აძლევს საბაზო (9 კლასი) საფეხურის განათლების მქონე პირს, კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ მიიღოს საჯარო სკოლის […]

197294604_1023783518156039_3615663786966706589_n
11 ივნისს, 18:00 საათზე, სეტის მოედანზე არ გამოტოვოთ გრანდიოზული ფესტივალი!

11 ივნისს, 18:00 საათზე, სეტის მოედანზე არ გამოტოვოთ გრანდიოზული ფესტივალი!კოლეჯი “თეთნულდი” და კლუბი “თეთნულდი” გვაძლევს შესაძლებლობას ერთი დღით დაგვავიწყოს არსებული რეალობა და გვაჩუქოს დაუვიწყარი საღამო! საღამოს გაგვილამაზებს, ფოლკ-ბენდი “შარა”, ანსამბლი “ბანგურიანი” და დიჯეი ალე ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები; შესაძლებლობა გექნებათ სეტის მოედანზე მოწყობილ პავილიონებში გაეცნოთ და დაათვალიეროთ ფაბლაბის “თეთნულდი” ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ […]

180978855_1001841120350279_6059524061511215725_n
სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

კოლეჯის “თეთნულდი” გუნდი მთელ საქართველოს და სრულიად მსოფლიოს ვულოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს… უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი… გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სიხარულს… ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა 

173442312_2230602253764184_2373441208989809201_n
სსიპ კოლეჯის „თეთნულდი“ ბაზაზე არსებული ,,ახალგაზრდული კლუბი თეთნულდი“ გიწვევთ პროექტში „მაკკულტურა -ხეების სიცოცხლისთვის“ მონაწილეობის მისაღებად

სსიპ კოლეჯის „თეთნულდი“ ბაზაზე არსებული ,,ახალგაზრდული კლუბი თეთნულდი“ გიწვევთ პროექტში „მაკკულტურა -ხეების სიცოცხლისთვის“ მონაწილეობის მისაღებად. პროექტის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ლატალის ხანძრით დაზარალებული ტყის საფარის აღდგენა. პროექტის ამოცანაა საჯარო სკოლების ეკოკლუბებთან თანამშროლობა,  სკოლის ეკოკლუბების მიერ მაკულატურის შეგროვების აქციის მოწყობა,  მაკულატურის გადაცვლა ნაერგებზე,  რომლებიც ლატალის ხანძრით დაზარალებულ ტყის ტერიტორიაზე დაირგვება თუ შენთვის […]

170152391_3813023302078971_8529203925599979583_n
კოლეჯს “თეთნულდი” გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში-ანნა ჩერნიშოვა ეწვია

კოლეჯს “თეთნულდი” გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში-ანნა ჩერნიშოვა ეწვია.ვიზიტის ფარგლებში, გაეროს წარმომადგენელი, სხვა თანმხლებ სტუმრებთან ერთად კოლეჯის ხელმძღვანელს, სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს აუდიტორიები, არსებული ტექნიკა, გაეცნენ სასწავლო პროგრამებსა და მოისმინეს სტუდენტთა აზრი კოლეჯის სასწავლო პროგრამების შესახებ.ანა ჩერნიშოვამ კოლეჯის ხელმძღვანელს, ირმა ჯაფარიძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტით, რომ […]