AVTO

კოლეჯის ისტორია

კოლეჯი ,,თეთნულდი“ მდებარეობს საქართველოს ულამაზეს კუთხეში- სვანეთში და  არის ავტორიზებული პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ახორციელებს I, II, III საფეხურისა და მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს.კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების, კოლეჯის შინაგანაწესისა და წესდების შესაბამისად.

   კოლეჯის მიზანია: საქართველოს მოსახლეობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, შრომის ბაზარზეკონკურენტუნარიანობის გაზრდა.კოლეჯის ამოცანებია:შეიმუშაოს კვალიფიციური, მაღალი სტანდარტის პროფესიული საგანმანათლებლო და განვითარების პროგრამები. უზრუნველყოს სასწავლო გარემო, მიანიჭოს კვალიფიკაციები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორენოვანი დიპლომი, ამასთანავე მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების დამადასტურებელი სერთიფიკატები.კოლეჯის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

თეთნულდის ისტორია
Facebook Comments