წვირმის საჯარო სკოლის ვიზიტი კოლეჯში “თეთნულდი”
ღია კარის დღეები აქტიურ რეჟიმში გრძელდება წვირმის საჯარო სკოლის ვიზიტი კოლეჯში “თეთნულდი” გვეწვიეთ და გახდით ჩვენი გუნდის წევრი
სოფელ უშგულის საჯარო სკოლისა და ზ.გურჩიანის სახელობის ეცერის საჯარო სკოლის უფროსკლასელების ექსკურსია კოლეჯში “თეთნულდი”
10 ივნისს კოლეჯს სტუმრობდნენ სოფელ უშგულის საჯარო სკოლისა და ზ.გურჩიანის სახელობის ეცერის საჯარო სკოლის უფროსკლასელები. დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები. საინფორმაციო შეხვედრის ფორმატში კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაია ჩარქსელიანმა წარადგინა პრეზენტაცია იმ პროფესიული პროგრამების შესახებ, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს, ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.და ბოლოს კოლეჯში “თეთნულდი” ღია კარის დღეები […]
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ვიზიტი კოლეჯში “თეთნულდი”
5 ივნისს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატური მოკვლევის გასვლითი ვიზიტის ფარგლებში , გვესტუმრნენ კოლეჯში “თეთნულდი” დაათვალიერეს ჩვენი ინფრასტრუქტურა; მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; შეხვდნენ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წევრებს. ამასთანავე, შეხვედრის ფარგლებში გაეცნენ ადგილობრივი სკოლების მიერ სწავლა-სწავლების პროცესში კოლეჯის რესურსის გამოყენების პრაქტიკას და მოსწავლეებისთვის არსებულ სერვისებს
გეპატიჟებით ექსკურსიაზე კოლეჯში “თეთნულდი”
სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ!! გეპატიჟებით ექსკურსიაზე კოლეჯში “თეთნულდი” , სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ ყველა იმ პერსპექტივას, რასაც პროფესიული განათლება გთავაზობთ. შეხვდებით პროგრამის ხელმძღვანელებს,იხილავთ ლაბორატორიებს, დეტალურად გაეცნობით თითოეულ პროგრამას, კარიერულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.. იცოდეთ, რომ ყველა წარმატებული სახელმწიფოს უკან ძლიერი პროფესიული განათლება დგას, ხოლო მომავალი თქვენ ხართ ! სწორედ ამიტომ გვეწვიეთ რაც შეიძლება მალე შეგვაფასეთ და […]
საჯარო და კერძო პარტნიორობის პლატფორმის გახსნა
2 ივნისს, USAID-ის ეკონომიკური მართვის პროგრამის მხარდაჭერით, PMC კვლევითმა ცენტრმა და პროფესიული უნარების სააგენტომ საფუძველი ჩაუყარეს საჯარო და კერძო პარტნიორობის პლატფორმას ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში. პლატფორმა გააერთიანებს კერძო, საჯარო და პროფესიული თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელი განათლების სექტორების წარმომადგენლებს. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა 4 კერძო და 4 სახელმწიფო კოლეჯი. ვამაყობთ, რომ ერთ-ერთი კოლეჯთაგანი ჩვენ აღმოვჩნდით
კოლეჯი “თეთნულდი”გილოცავთ ამაღლებას
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ამაღლებას !!! გფარავდეთ ამ დღის ძალა და მადლი
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს !
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! თითოეული თქვენგანი საქართველოს ხვალინდელი დღეა, მომავალია, რომელიც აუცილებლად იქნება წარმატებული. ყოველ თქვენგანს აქვს უფლება იცხოვროს ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში, ისწავლოს, იშრომოს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო თანამეგობრობაში თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს!
სრულიად საქართველოს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს !!!!!
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს !!!!!
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის დღეები 2022“-ის ფარგლებში კოლეჯის “თეთნულდი” მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის დღეები 2022“-ის ფარგლებში კოლეჯის “თეთნულდი” მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა. მომხსენებელი მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირში […]
2022 წლის საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო !
2 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯი “თეთნულდი“ აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა – სწავლის ხანგრძლივობა 16 თვე , დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება ელექტროობა -სწავლის ხანგრძლივობა 8 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება ინფორმაციის ტექნოლოგია-სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება კომპიუტერული ქსელი და სისტემები {ინტეგრირებული} -სწავლის ხანგრძლივობა 3 […]
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას !!!დაე სიხარული და მშვიდობა მოგვმადლოს უფალმა
კოლეჯში „თეთნულდი“ სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
კოლეჯში „თეთნულდი“ სწავლის მსურველთა საყურადღებოდ! გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2022 წლის აპრილიდან დაიწყება. ყველას ვისაც სურს ისწავლოს ჩვენთან და შეიქმნას საუკეთესო მომავალი , საშუალება გაქვთ რეგისტრაციის დაწყებამდე შეავსოთ წინასწარი სარეგიტრაციო კითხვარი, რაც საშუალებას მოგვცემს დაგიკავშირდეთ და გაგიწიოთ კონსულტაცია!!!დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ : 598 579 903 595277667 წინასწარი სარეგისტრაციო კითხვარი
განცხადება! სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე !
განცხადება!სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე : ”ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება” -8კვირა ”ხე-ტყის დამზადება და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები” – 7 კვირა ”ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები” -10 კვირა “კომპიუტერის ტექნიკური პროგრამული მხარდაჭერა” – 8 კვირა “სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა და გაუმართაობის აღმოფხვრა” -10 კვირა “სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება განთავსების მომსახურება” -8 კვირა სწავლა […]
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დღეს 21 მარტია, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე! დღეს მზის შვილების დღეა! 21 მარტის სწორედ აღქმითა და წარმართვით დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ღირსეულ მომავალს ვუყრით საფუძველს. მიუხედავად ქრომოსომების რაოდენობისა, ცდილობენ იყვნენ დამოუკიდებლები, უანგაროდ გასცემენ სითბოსა და სიყვარულს და “მზის შვილებად” იწოდებიან. 21 მარტო სიყვარულისა და სოლიდარობის დღეა!!
კოლეჯი „თეთნულდი“ – შესაძლებლობის ჰაბი
კოლეჯი მესტიის მაღალმთიანი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას. ჟურნალ პროფესიულ განათლებას კოლეჯის წარმომადგენლები ესაუბრებიან მის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. გთავაზობთ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერს – გვიყურეთ ასევე, იხილეთ სტატია სრულად: სტატია
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ქრისტე შობას !
ოცდაერთი საუკუნის წინ, სუსხიან ღამეს, ბეთლემის მახლობლად უფლის ანგელოზმა ახარა მაცხოვრის დაბადება მწყემსებს, რომლებიც თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. ასე დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში. კოლეჯი “თეთნულდი” სრულიად საქრისტიანოს გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ფერწერა -ირაკლი ფარჯიანის “აბასთუმნის შობა”
დასრულდა წარმატებული პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა “ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება”
და აი დასრულდა კიდევ ერთი წარმატებული პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა “ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება” გთავაზობთ კმაყოფილი სტუდენტებისა და მათ მიერ მომზადებული კერძების ამსახველ ფოტომასალას. პროგრამა დაფინანსდა და განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში.
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ნიკოლოზობას!
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ნიკოლოზობას! წმინდა ნიკოლოზის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! დიდმოწამე ბარბარე თავისი კურნებისა და მფარველობის მადლით შეეწიოს თქვენს ოჯახებს!
დღის ამბები!
პროფესიული განათლების ჟურნალი და ჩვენი მასწავლებლის თაბუკა ციმინტიასა და პროგრამა “სამკერვალო წარმოების” პროფესიული სტუდენტის მადონა წერედიანი – ის სტატია – მესტიის კოლეჯი “თეთნულდი” დიდი შესაძლებლობების ჰაბი ახალგაზრდებისათვის, სტუდენტური ცხოვრება და გამოწვევები” გაეცანით – https://newvet.e
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა! ყოველწლიურად, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით. გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა
ახალგაზრდული კლუბის “თეთნულდი” 2021 წლის ანგარიშის წარდგენა
დღეს ჩატარდა კოლეჯში არსებული ახალგაზრდული კლუბის “თეთნულდი” 2021 წლის ანგარიშის წარდგენა და ახალი კლუბის წევრების მიღებასთან დაკავშრებული საკითხების განხილვა პრეზენტაციას ესწრებოდა კოლეჯის სტუდენტები და ადმინისტრაციის წევრები დაისახა სამომავლო გეგმები და გამოიკვეთა ინიციატივები
სტუდენტთა საყურადღებოდ!
ხვალ, 7 დეკემბერს 12:00 საათზე სააქტო დარბაზში კოლეჯთან არსებული ახალაზრდული კლუბი “თეთნულდი” სტუდენტებთან ჩაატარებს შეხვედრას კლუბის საქმიანობისა და აქტივობების შესახებ…გთხოვთ, გაითვალისწინოთ
დღის ამბები !
სულ ცოტა ხნის წინ მესტიას კიდევ ერთი შესანიშნავი სასტუმრო Paliani Hotel / სასტუმრო ფალიანი შეემატა. გაინტერესებთ რა იყო სასტუმრო “ფალიანის” პირველი სტრატეგიული ნაბიჯი? – მჭიდრო კავშირი კოლეჯთან “თეთნულდი” კოლეჯის “თეთნულდი” პროგრამა სასტუმრო მომსახურების მოქმედი სტუდენტები დასაქმდნენ სასტუმრო “ფალიანში” ისინი გაივლიან ერთ კვირიან პრაქტიკას რის შემდეგაც შეუდგებიან მუშაობას. ასევე პროგრამა კულინარიის სტუდენტი ნათია გულედანი შეურთდა სასტუმრო […]
3 დეკემბერს, მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
3 დეკემბერს, მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საზოგადოების თითოეული წევრის და ყველა ინსტიტუციის ვალდებულებაა ხელი შეუწყოს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირებს იცხოვრონ დამოუკიდებლად, სრულყოფილ და თანასწორ პირობებში, აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
ონლაინ შეხვედრა კომუნიკაციის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებთან
დღეს ჩატარდა ონლაინ შეხვედრა კომუნიკაციის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებთან. კომუნიკაციების კომისია შეხვედრას ესწრებოდნენ:კოლეჯის სტუდენტები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრის მიზანი იყო კომუნიკაციის მომხარებელთა უფლებების დაცვა!
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ გიორგობას !!!!!
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ გიორგობას !!!!! გფარავდეთ მისი ძალა და მადლი