AVTO

ჩვენი კიდევ ერთი წარმატება !

2023 წლის ბოლოს პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ან პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებისთვის და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ციფრული საგანმანათლებლო კურსების შექმნასთან დაკავშირებით.

კოლეჯმა „თეთნულდი“ მიიღო მონაწილეობა ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასთან დაკავშირებულ საგრანტო კონკურსში განაცხადით “შემეცნებითი ანიმაცია სასტუმროს დეპარტამენტები და პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები“ და გამარჯვებული პროექტად გამოცხადდა.

პროექტი წარმატებით განხორციელდა ავტორთა ჯგუფის მიერ:

სასტუმროს მომსახურების პროგრამის ხელმძღვანელი – ნათია ნაკანი,

ინფორმაციის ტექნოლოგიების პროგრამის ხელმძღვანელი – გელა ფირცხელავა;

კოლეჯ“პრესტიჟის“ სასტუმრო მომსახურების პროგრამის პროფესიული მასწავლებელი-ვლადიმერ კაპერსკი

პროექტის მენეჯერი – კოლეჯის„თეთნულდი“ დირექტორი – ირმა ჯაფარიძე;

პროექტის კოორდინატორი – კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – მაია ჩარქსელიანიავტორთა ჯგუფმა გაიარა ციფრული საგანმანათლებლო რესურსის LMS ტრენინგი და საბოლოოდ მათ ნიერ შექმნილი რესურსი განთავსებულ იქნა LMS პლატფორმაზე.

Facebook Comments