AVTO
400db967-9c47-4980-b6de-746daa9c43d0
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ახალ წელს !

კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ახალ 2024 წლის შემობრძანებას!!! თქვენთან ერთად გავაცილებთ 2023 – ს და ვეგებებით ახალ 2024 წელს ! გისურვებთ წარმატებულ ბედნიერებით სავსე წელს, დაე ყველა ოჯახში სიმშვიდეს ხვავსა და ბარაქას დაესადგურებინოს მადლობელი ვართ გასული წლის და მომავლის იმედით ვეგებებით 2024 -სდა რაც მთავარია მშვიდობა გვქონოდეს სრულიად მსოფლიოს !! გილოცავთ !!

415988091_766052152223449_1055979239344900091_n
წინა საახალწლო წვეულება კოლეჯში “თეთნულდი”

ტრადიციებს არასოდეს ვღალატობთ! გიზიარებთ საახალწლო წვეულების ჯადოსნურ ამბებს 2024 წლის შესახვედრად კოლეჯის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული საღამო, ბედნიერების და სიხარულის მომტანი წლის შესახვედრად და ძველი წლის გასაცილებლად, ნამდვილად შედგა! გასული წელიც შევაჯამეთ და ვთვლით, რომ წარმატებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, უამრავ ადამიანს გავუკვალეთ გზა პროფესიული განათლებისკენ და წინ კიდევ და კიდევ ბევრი გეგმებით და მიზნებით, უკეთესის […]

412312012_758931186268879_2296825932463068444_n
მწვანე და აგრო სტიპენდიანტთა დაჯილდოების ცერემონიალი

დღეს სასტუმროში “შერატონ გრანდ მეტეხი პალასი” მწვანე და აგრო სტიპენდიანტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა პროექტი განხორციელდა აგრარული დეფიციტური პროფესიის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით სტიპენდიანტთა შორის წარდგენილი იყო კოლეჯის “თეთნულდი” სატყეო პროგრამის სტუდენტი ლაშა ფანგანი ეს დიდი სტიმული და ხელშეწყობა ვიმედოვნებთ, რომ გარდა პროფესიების პოპულარიზაციისა, მრავალი წარმატების წინაპირობა იქნება ჩვენი ახალგაზრდობისთვის!!

barbare3
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ბარბარობას !

“ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა” კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ბარბარობას. გეწეოდეთ და გფარავდეთ დღევანდელი დღის ძალა და მადლი !

411136744_755711509924180_1578203099749556620_n
სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში

დღეს სასტუმრო სტამბაში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა თემაზე: “სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის აქტივობის ფარგლებში, საპილოტე რეჟიმში ჩართულმა კოლეჯებმა მათ შორის კოლეჯმა “თეთნულდი” წარმოადგინეს სამკერვალო წარმოებისა და ხის მხატვრული დამუშავების პროგრამის მიმართულებით ეკო მეგობრული ნამუშევრები, რომელიც მოიცავდა ბავშვის ავეჯისა და ტექსტილის ნაწარმს.

th
WorldSkills – საქართველოს ეროვნული კონკურსი 2023 დაიწყო

WorldSkills – საქართველოს ეროვნული კონკურსი 2023 დაიწყო! კონკურსი ეროვნულ დონეზე 3 და 4 დეკემბერს სამ პროფესიაში ჩატარდება:კულინარია, კონდიტერია, ვებ-ტექნოლოგიები კულინარიისა და კონდიტერიის მიმართულებით კონკურსს კოლეჯი ”იკაროსი”, ხოლო ვებ-ტექნოლოგიების მიმართულებით “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია” უმასპინძლებს. WorldSkills – საქართველოს ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები 5 დეკემბერს გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილზე გასული კანდიდატები WorldSkills რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსზე წარდგებიან, რომელიც […]

კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების სასერთიფიკატო პროგრამებზე

განცხადება!სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების სასერთიფიკატო პროგრამებზე : ”ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება” ”ხე-ტყის დამზადება და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები” “სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა და გაუმართაობის აღმოფხვრა” სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ, მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, ეს არის მათთვის ვისაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები […]