AVTO

კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების სასერთიფიკატო პროგრამებზე

განცხადება!სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების სასერთიფიკატო პროგრამებზე :

”ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება”

”ხე-ტყის დამზადება და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები”

“სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა და გაუმართაობის აღმოფხვრა”

სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ, მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, ეს არის მათთვის ვისაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.

თუ გსურთ სწავლა აღნიშნულ პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე, მობრძანდით

კოლეჯში “თეთნულდი” და გაიარეთ რეგისტრაცია.

აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.გისურვებთ წარმატებას

Facebook Comments