AVTO

სსიპ კოლეჯის „თეთნულდი“ ბაზაზე არსებული ,,ახალგაზრდული კლუბი თეთნულდი“ გიწვევთ პროექტში „მაკკულტურა -ხეების სიცოცხლისთვის“ მონაწილეობის მისაღებად

სსიპ კოლეჯის „თეთნულდი“ ბაზაზე არსებული ,,ახალგაზრდული კლუბი თეთნულდი“ გიწვევთ პროექტში „მაკკულტურა -ხეების სიცოცხლისთვის“ მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ლატალის ხანძრით დაზარალებული ტყის საფარის აღდგენა.

პროექტის ამოცანაა საჯარო სკოლების ეკოკლუბებთან თანამშროლობა,

 სკოლის ეკოკლუბების მიერ მაკულატურის შეგროვების აქციის მოწყობა,

 მაკულატურის გადაცვლა ნაერგებზე,

 რომლებიც ლატალის ხანძრით დაზარალებულ ტყის ტერიტორიაზე დაირგვება

თუ შენთვის მნიშნველოვანია გარემოს დაცვა, ხანძრით დაზარალებული ტყის მასივის აღდგენა და გსურს შენი წვლილი შეიტანო ამ საქმეში,მაშინ ეს პროექტი შენთვისაა!

დაარეგისტრირე შენი სკოლის ეკო-კლუბი ან შექმენი 5-6 კაციანი ეკო-გუნდი.
ჩაერთე ორდღიან სასწავლო ტრენინგში.
ხელი შეუწყვე შენს სკოლაში მაკულატურის შეგროვების კულტურის დანერგვას.
შეაგროვე რაც შეიძლება ბევრი მაკულატურა და მიიღე „მწვანე აქტივისტის“ ტიტული.

როგორ უნდა დავრეგისტრირდე?
გახსენი ბმული და შეავსე მარტივი განაცხადი.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdWUvLFImeJg4t0xkxZdzl3c4L93ggldMba0KqXzAciruXPTQ/viewform

Facebook Comments