AVTO
171150944_988821374985587_2846666917157106672_n
გვახსოვდეს 9 აპრილი

9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

170541759_987634935104231_2071809943728204518_n
ჩვენი მორიგი გასვლითი აქტივობა

ჩვენთან სტუდენტებს არამხოლოდ ხარისხიან განათლებას , არამედ არაფორმალურ გარემოში, სასწავლო ექსკურსიებსა და გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში რეგიონის ფარგლებს გარეთაც საინტერესო და დაუვიწყარ დღეებს ვთავაზობთ … ჩვენი მორიგი გასვლითი აქტივობა მოიცავდა სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნამდვილად შთამბეჭდავი დღეები ვაჩუქეთ ჩვენს სტუდენტებს!

169632338_153763206636582_5896569476645730631_n
ონლაინ სემინარი თემაზე “ტყის ხანძრები”

დღეს, ახალგაზრდული კლუბი “თეთნულდი”  მიერ ორგანიზებული ონლაინ სემინარი თემაზე “ტყის ხანძრები” ჩატარდა, რომელიც გარემოს დაცვითი შინაარსის იყო. მოწვეული მომხსენებელი გახლდათ მარიამ ბერიძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომელი. სემინარს, გარდა ჩვენი კლუბის წევრებისა, ესწრებოდნენ სოფელ იელის, მულახის, ფარის, წვირმისა და ბეჩოს ეკოკლუბებიც. ეს სემინარი ძალზედ მნიშვნელოვანი, ინფორმაციული და საინტერესო გამოდგა სვანი ახალგაზრდებისთვის, რაც დაგვეხმარება ქმედითი […]

169458777_986991291835262_3638861678923286495_n
სტუდენტების ამბებიდან !

დღეს კოლეჯის სატყეო საქმის ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტებმა , პროგრამის ხელმძღვანელთან გოჩა ხორგუანთან ერთად დარგეს თავიანთი გამოყვანილი კვიპაროსისა და კომშის ნერგები

სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე !

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე : ”ხე-ტყის დამზადება და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები” სწავლის ხანგრძლივობა – 7 კვირა ”ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება” სწავლის ხანგრძლივობა -8 კვირა პროფესიული მომზადების პროგრამაზე ქართული “სამზარეულოს კერძების მომზადება” – სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ, მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, ხოლო პროგრამაზე “ხე-ტყის დამზადება და ხანძარსაწინააღმდეგო […]

tild3863-3436-4431-b738-313034323434__323-3238091_banner-b
კოლეჯი |“თეთნულდი“ აცხადებს ინოვაციური იდეების კონკურსს მესტიის საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის.

კოლეჯი |“თეთნულდი“ აცხადებს ინოვაციური იდეების კონკურსს მესტიის საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის. ინოვაციური იდეების განხორციელება მოხდება კოლეჯის ინოვაციურ ლაბორატორიაში(ფაბლაბში), რომელიც აღჭურვილია 3D პრინტერით, ლაზერული ჭრისა და გრავირების დანადგარით, სიენსი როუტერით, თერმოწნეხით, ვაკუუმ ფორმირების დანადგარით. კონკურსის გამარჯვებულებს კოლეჯისგან გადაეცემათ ფულადი ჯილდო პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 300 ლარს მეორე ადგილის მფლობელი -200ლ მესამე ადგილის მფლობელი -100ლ კონკურსის ვადაა 15/05/2021-15/03/2021წ

149291504_955103491690709_370719817046898256_n
პრაქტიკული პროექტი ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერაში

დღეს ინფორმაციის ტექნოლოგიის №23 ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე”პრაქტიკული პროექტი ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერაში”, რომელიც მიზნად ისახავდა კურსის დადასტურებას და ხარისხის მინიჭებას.

148577473_954110778456647_8693680062247020920_n
ფაბლაბ თეთნულდის ეკოლოგიური და ინოვაციური ნამუშევარი

ფაბლაბ თეთნულდის ეკოლოგიური და ინოვაციური ნამუშევარი ზომები: 50×50×50 სმ მასალა: 6მმ. ფანერა. აწყობილია ყოველგვარი წებოსა და ლურსმნების გარეშე.

a523e78dc3c3fe30f459404b4e79e0a0
სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ახალ წელს!

კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ახალ 2021 წელს ! სიკეთის სიხარულის და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი სრულიად საქართველოსა და მსოფლიოსთვის ! გახსენით ვიდეო