AVTO

სსიპ კოლეჯის „თეთნულდი“ კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!!!

სსიპ კოლეჯის „თეთნულდი“ კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!!! სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში 2021 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს განაცხადების მიღება „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის” ფარგლებში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს ან/და ეკომიგრანტს, რომელიც:• არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების 2013 და შემდეგი წლების კურსდამთავრებული• ამავე წლების, სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის” სერტიფიცირებული ბენეფიციარიპროგრამის ფარგლებში, თვითდასაქმების მიზნით, დევნილს/ეკომიგრანტს შეუძლია მოითხოვოს სახელობო იარაღები, მაქსიმუმ 3 ნივთი, 2 000 ლარის ფარგლებში, ამასთანავე, ერთეულის ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ 150 ლარი. პროგრამაში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულმა დევნილმა და ეკომიგრანტმა უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული საგრანტო განაცხადი და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს სააგენტოში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;ან შევსებული და დასკანერებული სახით, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge .დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე:სააგენტო: 032 2 14 02 41 / 032 2 14 02 43;

Facebook Comments