AVTO

კოლეჯის კიდევ ერთი წარმატება!

2021 წლის 12 ივნისს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე კოლეჯმა „თეთნულდი“ წარმატებით მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ქსელები და სისტემები“ განხორციელების უფლება ორი მიდგომით:

მოდულური – სწავლის ხანგრძლივობა 16 თვე

ინტეგრირებული – სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი.

ინტეგრირებული პროგრამა საშუალებას აძლევს საბაზო (9 კლასი) საფეხურის განათლების მქონე პირს, კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ მიიღოს საჯარო სკოლის ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი და სურვილის შემთხვევაში, სწავლა განაგრძოს უმაღლეს სასწავლებელში.

ვულოცავთ კოლეჯს მოპოვებულ წარმატებას და ყველა იმ ადამიანს ვინც მოუთმენლად ელოდა ამ პროგრამის დამატებას

Facebook Comments