AVTO
287750641_1255825344951854_1951458542685623264_n
სოფელ უშგულის საჯარო სკოლისა და ზ.გურჩიანის სახელობის ეცერის საჯარო სკოლის უფროსკლასელების ექსკურსია კოლეჯში “თეთნულდი”

10 ივნისს კოლეჯს სტუმრობდნენ სოფელ უშგულის საჯარო სკოლისა და ზ.გურჩიანის სახელობის ეცერის საჯარო სკოლის უფროსკლასელები. დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები. საინფორმაციო შეხვედრის ფორმატში კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაია ჩარქსელიანმა წარადგინა პრეზენტაცია იმ პროფესიული პროგრამების შესახებ, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს, ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.და ბოლოს კოლეჯში “თეთნულდი” ღია კარის დღეები […]

286996635_1253765621824493_1308286899492674272_n
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ვიზიტი კოლეჯში “თეთნულდი”

5 ივნისს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატური მოკვლევის გასვლითი ვიზიტის ფარგლებში , გვესტუმრნენ კოლეჯში “თეთნულდი” დაათვალიერეს ჩვენი ინფრასტრუქტურა; მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; შეხვდნენ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წევრებს. ამასთანავე, შეხვედრის ფარგლებში გაეცნენ ადგილობრივი სკოლების მიერ სწავლა-სწავლების პროცესში კოლეჯის რესურსის გამოყენების პრაქტიკას და მოსწავლეებისთვის არსებულ სერვისებს

285325636_1251871892013866_8790883408308662964_n
გეპატიჟებით ექსკურსიაზე კოლეჯში “თეთნულდი”

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ!! გეპატიჟებით ექსკურსიაზე კოლეჯში “თეთნულდი” , სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ ყველა იმ პერსპექტივას, რასაც პროფესიული განათლება გთავაზობთ. შეხვდებით პროგრამის ხელმძღვანელებს,იხილავთ ლაბორატორიებს, დეტალურად გაეცნობით თითოეულ პროგრამას, კარიერულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.. იცოდეთ, რომ ყველა წარმატებული სახელმწიფოს უკან ძლიერი პროფესიული განათლება დგას, ხოლო მომავალი თქვენ ხართ ! სწორედ ამიტომ გვეწვიეთ რაც შეიძლება მალე შეგვაფასეთ და […]