AVTO
320743213_5972323572789166_2739629182697874461_n
საახალწლო ღონისძიება კოლეჯში “თეთნულდი”

საახალწლო ღონისძიება და ბედნიერი სახეები კადრები კარნავალიდან …მადლობა სტუდენტურ თვითმმართველობას ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის

317966833_1382859502248437_1409599171444864240_n
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები!

კოლეჯში “თეთნულდი” მიმდინარეობს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები! იმ სტუდენტების საყურადღებოდ, ვინც ვერ დაესწრება არჩევნების პროცესს, გიზიარებთ ბმულს არჩევნებში მონაწილეობისათვის! იყავით გულწრფელები და ობიექტურები! წარმატებებს ვუსურვებთ ყველა კანდიდატს! https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfbIFdJsye-acuC84r6tdbKLqp5YOjrlcOGeN-3ELPiWTVbGg/viewform?fbclid=IwAR2slRqGmtXxFHpJRbUplyul8QmLz1HqG82HAlbRfvgPHm1SZjFelj5g9hI

297091059_1288033985064323_249520705711096695_n
სსიპ კოლეჯში „თეთნულდი“ სწავლა დაასრულეს პროგრამის „სატყეო საქმე“ პროფესიულმასტუდენტებმა

სსიპ კოლეჯში „თეთნულდი“ სწავლა დაასრულეს პროგრამის „სატყეო საქმე“ პროფესიულმასტუდენტებმა კოლეჯის „თეთნულდი“ დირექცია ულოცავს სწავლის დასრულებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს თითოეულ ჩვენ სტუდენტს

Untitled
სვანეთობა 2022

სვანეთობა 2022 და ჩვენ კოლეჯი “თეთნულდი” ღონისძიება საინტერესო ფორმატით გაიმართა, ადგილზე შესაძლებელი იყო მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მიერ წარმოდგენილი სვანური ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება ადგილობრივი ნამუშევრების გამოფენა და რა თქმა უნდა ჩვენი სტუდენტების შემოქმედება კოლეჯის გამორჩეული კუთხე ყველას ყურადღებას იქცევდა. უყურადღებოდ არ დავუტოვებივართ სვანეთის საპატიო სტუმარს, საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს . ღონისძიება დასრულდა დაჯილდოებით, […]

IMG_0568_Original
მთის დღეები მესტიაში

მთის კვირეულის ფარგლებში მესტიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ფესტივალს ჰეშკილმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ღია სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, სადაც რა თქმა უნდა ჩვენი კოლეჯიც იღებდა მონაწილეობას მოეწყო ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები ჩვენმა საგამოფენო ნაწარმმა რა თქმა უნდა დიდი მოწონება დაიმსახურა

291536888_158078510113106_1344975029900239134_n
სამუშაო შეხვედრა ინტეგრირებული პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ინტეგრირებული პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანი იყო რეფორმის ფარგლებში ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებაში ჩართული კოლეჯების საჭიროებების გამოვლენა, გადაჭრის გზებისა და მხარდამჭერი მექანიზმების განვითარებაზე მსჯელობა, ამავდროულად, ინტეგრირებული ზოგადი მოდულების რევიზიის მიზნების და ამოცანების შესახებ დისკუსია შეხვედრა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თამარ […]

287972094_1256425361558519_6010733766283364500_n
წვირმის საჯარო სკოლის ვიზიტი კოლეჯში “თეთნულდი”

ღია კარის დღეები აქტიურ რეჟიმში გრძელდება წვირმის საჯარო სკოლის ვიზიტი კოლეჯში “თეთნულდი” გვეწვიეთ და გახდით ჩვენი გუნდის წევრი

287750641_1255825344951854_1951458542685623264_n
სოფელ უშგულის საჯარო სკოლისა და ზ.გურჩიანის სახელობის ეცერის საჯარო სკოლის უფროსკლასელების ექსკურსია კოლეჯში “თეთნულდი”

10 ივნისს კოლეჯს სტუმრობდნენ სოფელ უშგულის საჯარო სკოლისა და ზ.გურჩიანის სახელობის ეცერის საჯარო სკოლის უფროსკლასელები. დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები. საინფორმაციო შეხვედრის ფორმატში კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაია ჩარქსელიანმა წარადგინა პრეზენტაცია იმ პროფესიული პროგრამების შესახებ, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს, ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.და ბოლოს კოლეჯში “თეთნულდი” ღია კარის დღეები […]

286996635_1253765621824493_1308286899492674272_n
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ვიზიტი კოლეჯში “თეთნულდი”

5 ივნისს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატური მოკვლევის გასვლითი ვიზიტის ფარგლებში , გვესტუმრნენ კოლეჯში “თეთნულდი” დაათვალიერეს ჩვენი ინფრასტრუქტურა; მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; შეხვდნენ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წევრებს. ამასთანავე, შეხვედრის ფარგლებში გაეცნენ ადგილობრივი სკოლების მიერ სწავლა-სწავლების პროცესში კოლეჯის რესურსის გამოყენების პრაქტიკას და მოსწავლეებისთვის არსებულ სერვისებს

285325636_1251871892013866_8790883408308662964_n
გეპატიჟებით ექსკურსიაზე კოლეჯში “თეთნულდი”

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ!! გეპატიჟებით ექსკურსიაზე კოლეჯში “თეთნულდი” , სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ ყველა იმ პერსპექტივას, რასაც პროფესიული განათლება გთავაზობთ. შეხვდებით პროგრამის ხელმძღვანელებს,იხილავთ ლაბორატორიებს, დეტალურად გაეცნობით თითოეულ პროგრამას, კარიერულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.. იცოდეთ, რომ ყველა წარმატებული სახელმწიფოს უკან ძლიერი პროფესიული განათლება დგას, ხოლო მომავალი თქვენ ხართ ! სწორედ ამიტომ გვეწვიეთ რაც შეიძლება მალე შეგვაფასეთ და […]

286050280_540591620903960_6234616892362571170_n
საჯარო და კერძო პარტნიორობის პლატფორმის გახსნა

2 ივნისს, USAID-ის ეკონომიკური მართვის პროგრამის მხარდაჭერით, PMC კვლევითმა ცენტრმა და პროფესიული უნარების სააგენტომ საფუძველი ჩაუყარეს საჯარო და კერძო პარტნიორობის პლატფორმას ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში. პლატფორმა გააერთიანებს კერძო, საჯარო და პროფესიული თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელი განათლების სექტორების წარმომადგენლებს. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა 4 კერძო და 4 სახელმწიფო კოლეჯი. ვამაყობთ, რომ ერთ-ერთი კოლეჯთაგანი ჩვენ აღმოვჩნდით

1464769418876569-1527827023-1024x679
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს !

კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! თითოეული თქვენგანი საქართველოს ხვალინდელი დღეა, მომავალია, რომელიც აუცილებლად იქნება წარმატებული. ყოველ თქვენგანს აქვს უფლება იცხოვროს ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში, ისწავლოს, იშრომოს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო თანამეგობრობაში თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს!

281348389_1242600559607666_4852981867561682328_n
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის დღეები 2022“-ის ფარგლებში კოლეჯის “თეთნულდი” მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის დღეები 2022“-ის ფარგლებში კოლეჯის “თეთნულდი” მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა. მომხსენებელი მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირში […]

Blue Green and White 3D Illustration Financial Literacy Registration Facebook Post
2022 წლის საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო !

2 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯი “თეთნულდი“ აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა – სწავლის ხანგრძლივობა 16 თვე , დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება ელექტროობა -სწავლის ხანგრძლივობა 8 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება ინფორმაციის ტექნოლოგია-სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე, დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება კომპიუტერული ქსელი და სისტემები {ინტეგრირებული} -სწავლის ხანგრძლივობა 3 […]

aaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას !!!დაე სიხარული და მშვიდობა მოგვმადლოს უფალმა

1
კოლეჯში „თეთნულდი“ სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

კოლეჯში „თეთნულდი“ სწავლის მსურველთა საყურადღებოდ! გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2022 წლის აპრილიდან დაიწყება. ყველას ვისაც სურს ისწავლოს ჩვენთან და შეიქმნას საუკეთესო მომავალი , საშუალება გაქვთ რეგისტრაციის დაწყებამდე შეავსოთ წინასწარი სარეგიტრაციო კითხვარი, რაც საშუალებას მოგვცემს დაგიკავშირდეთ და გაგიწიოთ კონსულტაცია!!!დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ :  598 579 903  595277667 წინასწარი სარეგისტრაციო კითხვარი

277159860_1201929280341461_4604262969986013698_n
განცხადება! სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე !

განცხადება!სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე : ”ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება” -8კვირა ”ხე-ტყის დამზადება და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები” – 7 კვირა ”ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები” -10 კვირა  “კომპიუტერის ტექნიკური პროგრამული მხარდაჭერა” – 8 კვირა  “სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა და გაუმართაობის აღმოფხვრა” -10 კვირა  “სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება განთავსების მომსახურება” -8 კვირა  სწავლა […]

277081221_1201193440415045_6491389461977864782_n
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

დღეს 21 მარტია, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე! დღეს მზის შვილების დღეა! 21 მარტის სწორედ აღქმითა და წარმართვით დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ღირსეულ მომავალს ვუყრით საფუძველს. მიუხედავად ქრომოსომების რაოდენობისა, ცდილობენ იყვნენ დამოუკიდებლები, უანგაროდ გასცემენ სითბოსა და სიყვარულს და “მზის შვილებად” იწოდებიან. 21 მარტო სიყვარულისა და სოლიდარობის დღეა!!

d
კოლეჯი „თეთნულდი“ – შესაძლებლობის ჰაბი

კოლეჯი მესტიის მაღალმთიანი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას. ჟურნალ პროფესიულ განათლებას კოლეჯის წარმომადგენლები ესაუბრებიან მის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. გთავაზობთ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერს – გვიყურეთ  ასევე, იხილეთ სტატია სრულად: სტატია

271441488_1155415458326177_5207055589699723918_n
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ქრისტე შობას !

ოცდაერთი საუკუნის წინ, სუსხიან ღამეს, ბეთლემის მახლობლად უფლის ანგელოზმა ახარა მაცხოვრის დაბადება მწყემსებს, რომლებიც თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. ასე დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში. კოლეჯი “თეთნულდი” სრულიად საქრისტიანოს გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ფერწერა -ირაკლი ფარჯიანის “აბასთუმნის შობა”