AVTO

სოფელ უშგულის საჯარო სკოლისა და ზ.გურჩიანის სახელობის ეცერის საჯარო სკოლის უფროსკლასელების ექსკურსია კოლეჯში “თეთნულდი”

10 ივნისს კოლეჯს სტუმრობდნენ სოფელ უშგულის საჯარო სკოლისა და ზ.გურჩიანის სახელობის ეცერის საჯარო სკოლის უფროსკლასელები. დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები. საინფორმაციო შეხვედრის ფორმატში კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაია ჩარქსელიანმა წარადგინა პრეზენტაცია იმ პროფესიული პროგრამების შესახებ, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს, ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.და ბოლოს კოლეჯში “თეთნულდი” ღია კარის დღეები გრძელდება გელით ყველას!

Facebook Comments