შეხვედრა სახალხო დამცველთან !
2018 წლის 15 მარტს კოლეჯმა “თეთნულდი” სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის სვანეთის ოფისთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა შეხვედრის დროს მესტიის პროფესიული კოლეჯის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატის, ცხელი ხაზის, ადგილობრივი ოფისის და ამ ოფისის ფუნქციების შესახებ; ძალიან დიდი მადლობა სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის წარმომადგენელს ნათია გელოვანს
ს.ს.ი.პ პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“ აცხადებს მიღებას !!!!!!
ს.ს.ი.პ პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“ აცხადებს მიღებას შემდეგ სპეციალობებზე: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი (მოდულური) ელექტროობა (მოდულური) საბუთების მიღება დაიწყება 10.04,2018 წელი – 22.04 2018 წელი (აპრილის) ჩათვლით სასწავლებელში ჩასარიცხად საჭიროა აპლიკანტი წინასწარ დარეგისტრირდეს პროფესიულ კოლეჯში ,,თეთნულდი“ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. დაწვრილებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე : მესტია ე.ფარჯიანის ქ#25 ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 551 116 156; 577–577–406; […]
შეხვედრა აზიის განვითარების ბანკთან
2018 წლის 2 მარტს კოლეჯმა ” თეთნულდი ” უმასპინძლა შეხვედრას აზიის განვითარების ბანკთან. შეხვედრის ძირითადი თემა იყო: ” სიცოცხლის უნარიანი ურბანული არეალები- ინტეგრირებული ურბანული დაგეგმარება ბალანსირებული რეგიონული განვითარებისთვის “. აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, კოლეჯი თეთნულდი შერჩეულია რათა მისთვის მოხდეს ურბანული სამოქმედო არეალის შედგენა. პროექტში აქტიურად არიან ჩართული […]
სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
პროექტის “ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დაფუძნება” ფარგლებში 2017 წლის 9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პროფესიული კოლეჯის “თეთნულდის” დირექტორი ირმა ჯაფარიძე და სხვა მონაწილეები სტუმრობდნენ ვესტფალიის მხარისა და ბერლინის ცისკოს ოფისებს. სამუშაო ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელების გზების შემუშავება. მოსახლეობის ჩართულობის ზრდა და კოლეჯში […]
IT დამსაქმებელთა საბჭოს მე-2 შეხვედრა
4 მაისს გაიმართა IT დამსაქმებელთა საბჭოს მე-2 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პროექტის საერთაშორისო პარტნიორის Cisco Networking Academy-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტერიტორიულმა მენეჯერმა კარსტენ ჯონსონმა. შეხვედრის ძირითად თემა იყო ცისკოს სასწავლო პროგრამების თავსებადობა ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და ე.წ. ელკომპეტენციების ჩარჩოსთან. შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთხელ იქნა განხილული საბჭოს ფუნქციები და ამოცანები.