სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ქრისტე შობას !
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს !
სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ახალ წელს!
კოლეჯი “თეთნულდი” გილოცავთ ახალ 2021 წელს ! სიკეთის სიხარულის და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი სრულიად საქართველოსა და მსოფლიოსთვის ! გახსენით ვიდეო
2020 წლის მიღებაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ !!!!
2020 წლის მიღებაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ !!!! სწავლა იწყება ორშაბათს 5 ოქტომბერს 10 საათზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა რეკომენდაცია, აუცილებელია მობრძანდეთ პირბადეებით და დაიცვათ დისტანცია. ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ! პროფესიული ტესტირება ჩატარდება 5 სექტემბერს 9 სთ-ზე კოლეჯში “თეთნულდი” შემდეგ პროგრამებზე: საოფისე საქმე; კომპიუტერული ქსელების მხარდამჭერი სპეციალისტი; რაც შეეხებადანარჩენ პროგრამებს 2-3 სექტემბერს 12 სთ-ზე ჩატარდება შიდა გასაუბრება . არ გამოცხადების შემთხვევაში აპლიკანტი ვერ ჩაირიცხება!!!!
სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას !!!
სსიპ კოლეჯი „თეთნულდი“ აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: საოფისე საქმე სწავლის ხანგრძლივობა – 10 თვე პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება კომპიუტერული ქსელი და სისტემები არა ინტეგრირებული –სწავლის ხანგრძლივობა – 16 თვე პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება ინტეგრირებული – სწავლის ხანგრძლივობა – 3 წელი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება (ცხრაკლასდამთავრებული) […]
რეგისტრაციის დასრულებმადე სულ ცოტა დრო რჩება !
შეგახსენებთ, რომ კოლეჯში “თეთნულდი” მიმდინარეობს მიღება შემდეგ სასწავლო პროგრამებზე: ელექტროობა სწავლის ხანგრძლივობა – 8 თვე პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება (ცხრაკლასდამთავრებული) სწავლა უფასოა! ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერის სპეციალისტი; სწავლის ხანგრძლივობა – 11 თვე პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება (ცხრაკლასდამთავრებული) სწავლა უფასოა! რეგისტრაცია დასრულდება 10 აგვისტოს! პრე-ტესტი ჩატარდება 31 აგვისტოს! პროფესიული ტესტირება ჩატარდება 1 სექტემბერს! […]
კოლეჯში “თეთნულდი” 6 ივლისიდან სწავლა განახლდება
მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 6 ივლისიდან ნებადართული ხდება პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირება. კოლეჯის “თეთნულდი” ადმინისტრაცია ულოცავს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს სწავლის განახლებას.
2020 წლის პროფესიული ტესტირებისათვის მოსამზადებელი ტესტების ნიმუში:
ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა უცხოური ენები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ფიზიკა ქიმია ბიოლოგია მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი საბაზო აკადემიური უნარების ტესტი საკანცელარიო უნარების ტესტი სივრცითი უნარების ტესტი საბაზო ცოდნის შესამოწმებელი ტესტი
გსურთ კოლეჯში “თეთნულდი” სწავლის დაწყება და გაინტერესებთ კოლეჯის დათვალიერება ?
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებათ კოლეჯის ადმინისტრაცია სარეგისტრაციო ფორმა
სსიპ კოლეჯმა “თეთნულდი” წარმატებით გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება კოვიდ 19–თან დაკავშირებით
დღეს კოლეჯმა წარმატებით გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება კოვიდ 19–თან დაკავშირებით. ჩვენი კოლეჯი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას, რაც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებით არის გათვალისწინებული უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად. ჩვენი გარემო თქვენთვის უსაფრთხოა!! გისურვებთ ჯანმრთელობას
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა
აღნიშნულ თარიღთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ შეხვედრები, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ საერთაშორისო დეპარტამენტმა ინკლუზიური პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს თქვენი ინიციატივა, განახორციელოს აქტივობა და შექმნას რესურსები. აhttps://www.facebook.com/TVETGeorgia/videos/547389445918043
კორონა ვირუსთან დაკავშირებული სიახლე
კოლეჯის სტუდენტთა საყურადღებოდ!!! გაცნობებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის, სსიპ კოლეჯში „თეთნულდი”, არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.გისურვებთ ჯანმრთელობას!
ყურადღება !!!
კოლეჯის თეთნულდი პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ 👇 📌დაიწყო განაცხადების მიღება „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის“ პროგრამაზე!!! 📎სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის” პროგრამას. 📎პროგრამის ფარგლებში, საჭიროების მქონე ყველა დევნილს, რომელიც 2017-2019 წლებში ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ საგანმნანათლებლო დაწესებულებაში, აუნაზღაურდება საცხოვრებლიდან სასწავლებლამდე და სასწავლებლიდან საცხოვრებლამდე გადაადგილების ხარჯი. 📎პროგრამაში ჩასართავად, 2020 წლის […]
ლატალის საჯარო სკოლა
WSD Program – პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა მიწურულს უახლოვდება.👩🏻🍳👨🏻🍳ლატალის საჯარო სკოლის პატარა მზარეულები მოტივაციას არ კარგავენ. სრული შემადგენლობით გვესტუმრნენ კოლეჯში. იმდენად სწრაფად მოერგნენ კოლეჯის სამზარეულოს, რომ შედეგიც საუცხოო დადეს. 🥞🍕🥗👉წინსვლა ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს და მათ მასწავლებელს
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა
როცა საქმე განათლებას ეხება, მანძილი და ზამთრის დაბალი ტემპერატურა მხოლოდ ციფრებია. ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ცდილობენ მოკლე დროში დაეუფლონ პროგრამასინფორმაციის ტექნოლოგიები. მასწავლებლის მოდნომებაც ძალიან დიდია (დამეთანხმებით, ალბათ, არაა ადვილი ორი საათის მანძილზე იმგზავრო თოვლიან გზაზე, რათა მოსწავლეებს შენი ცოდნა მიაწოდო, თანაც მაშინ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ ჯერობით საოცნებოა) გაკვეთილის დრო ისე გაეპარათ ჩვენს […]
პირველი დღე კოლეჯში !
პირველი დღე კოლეჯში ყველა აპლიკანტისთვის დასამახსოვრებელი უნდა იყოს.კოლეჯის “თეთნულდი” გუნდმა ამაზე მთელი გულით იზრუნა .დილიდან მოსულ პროფესიულ სტუდენტებს კოლეჯის ადმინისტრაციამ მცირედი სურპრიზი მოუწყო. ასევე დღევანდელ დღეს სტუმრობდა Mountain Resorts of Georgia / საქართველოს მთის კურორტები რომელთაც მომზადება -გადამზადების პროგრამის ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ.წარმატებები თქვენ !!!
პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა
ერთი წამით შეაღეთ ამ პატარა მზარეულების სამყაროში კარები და დამიჯერეთ, იქიდან გამოსვლას აღარც მოინდომებთ. შეუძლებელია გულგრილად აუაროთ გვერდი მათ აუდიტორიას, როცა იქიდან მხიარულების ხმასთან ერთად საოცარი სურნელებაც გამოდის.აღმოაჩინე შენს თავში საყვარელი პროფესია WSD Program – პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა და კოლეჯის “თეთნულდი” მეშვეობით.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება მოპოვებებულ აპლიკანტთა სია 2019 წელი
1. გულედანი გიორგი- ბუღალტრული აღრიცხვა2. უმფრიანი ალირა- ბუღალტრული აღრიცხვა3. ფილფანი მეგი- ბუღალტრული აღრიცხვა4. ფიფია თემურ- ბუღალტრული აღრიცხვა5. გულედანი ირაკლი- ბუღალტრული აღრიცხვა6. ცუხიშვლი ირაკლი- ბუღალტრული აღრიცხვა7. ჯაფარიძე ნინო- ბუღალტრული აღრიცხვა8. კვიცინი ირაკლი- ბუღალტრული აღრიცხვა9. ჩართოლანი ბექა- ბუღალტრული აღრიცხვა10. გულედანი ქეთევან- ბუღალტრული აღრიცხვა11. გურგულიანი ელეონორა- ბუღალტრული აღრიცხვა12. ფარჯიანი სოფი- ბუღალტრული აღრიცხვა13. გიგანი ლილე- ბუღალტრული აღრიცხვა14. ქოჩქიანი ალეკო- […]
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა
ჩვენი პატარა მზარეულები წინ და წინ მიიწეევენ. სულ უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანია მათი შემოქმედება.👉წარმატებები თქვენ
სტუდენტთა საერთაშორისო დღე
17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა. ქვეყნის მომავალი განათლებულ თაობაშია.წინვსლა და წარმატებები თქვენ❤️
2019 წლის შემოდგომის მიღება
👉2019 წლის შემოდგომის მიღების ტესტირება გავლილ აპლიკანტთა საყურადღებოდ!!!!👇👇 გთხოვთ მაქსიმალურ დროში წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები🔖🔖 📌პირადობის ასლი📌განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა
როცა გზა იმდენად შორია სკოლიდან კოლეჯამდე, რომ მოსვლა ჭირს👉პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა ფარგლებში ჩვენ მივდივართ მათთან. 👇რადგან ბავშვებს საკუთარი სამომავლო პროფესია ვაპოვნინოთ. p.s. მერე რა, რომ ძალიან ცივა და გზაც ფეხით გასავლელი არცთუისე მცირეა. მთავარია მასწავლებელს უყვარდეს ბავშვები და თავისი საქმე
არა ბულინგს
1 ნოემბერს, კოლეჯში ,,თეთნულდი” ჩატარდა ღონისძიება თემაზე 👉,, არა ბულინგს”. ღონისძიებამ საინტერესო რეჟიმში ჩაიარა, შედგა დისკუსიები დაისვა მრავალი შეკითხვა
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა
როდესაც ჯერ კიდევ მერვე, მეცხრე კლასში ხარ, ოცნებები იმდენი გაქვს, შეიძლება თავს ვერ უყრიდე. ოცნებობდე მაგალითად მზარეულობაზე.ისიც კი ნაფიქრი გქონდეს, როგორ მოგიხდება პროფესიონალი მზარეულის წინსაფარი, ქუდი თუ სხვა ატრიბუტი. დიახ, ეს ოცნებები ბევრ ბავშვს აქვს. სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა კი ამ პატარა მზარეულებს კოლეჯში თეთნულდი ოცნებას რეალობად უქცევს.
პრეზენტაცია ეცერის საჯარო სკოლაში
📣📣📣📣📣ყურადღება!!👩🏫ხვალ 10 ოქტომბერს სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში, კოლეჯი “თეთნულდი” გამართავს პრეზენტაციას მიმდინარე მიღებასთან დაკავშირებით.პრეზენტაციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს.👉შეხვედრის დრო, დღის სამი საათი.👉შეხვედრის ადგილი, ეცერის საჯარო სკოლა.შეგახსენებთ, რომ კოლეჯში “თეთნულდი” მიმდინარეობს რეგისტრაცია შემდეგ სპეციალობებზე:• ბუღალტრული აღრიცხვა – დონე 5/მოდულური( საშუალო განათლება -სწავლა 16 თვე)• ინფორმაციის ტექნოლოგია – დონე 3/ მოდულური ( საბაზო განათლება – სწავლა […]
ღია კარის დღე კოლეჯში “თეთნულდი”
ყველას ვისაც სურს წარმატებული კარიერაგელოდებით, 7 ოქტომბერს 3 საათზე ღია კარის დღეზე კოლეჯში “თეთნულდი”.ადგილზე შეძლებთ მიიღოთ სასურველი ინფორმაცია , გაიროთ რეგისტრაცია სასურველ პროგრამაზე და გახდეთ პროფესიონალი. 👉შეგახსენებთ, რომ კოლეჯში “თეთნულდი “ მიმდინარეობს რეგისტრაცია შემდეგ სპეციალობებზე:• ბუღალტრული აღრიცხვა – დონე 5/მოდულური( საშუალო განათლება -სწავლა 16 თვე)• ინფორმაციის ტექნოლოგია – დონე 3/ მოდულური ( საბაზო განათლება – […]