AVTO

WorldSkills – საქართველოს ეროვნული კონკურსი 2023 დაიწყო

WorldSkills – საქართველოს ეროვნული კონკურსი 2023 დაიწყო! კონკურსი ეროვნულ დონეზე 3 და 4 დეკემბერს სამ პროფესიაში ჩატარდება:კულინარია, კონდიტერია, ვებ-ტექნოლოგიები

კულინარიისა და კონდიტერიის მიმართულებით კონკურსს კოლეჯი ”იკაროსი”, ხოლო ვებ-ტექნოლოგიების მიმართულებით “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია” უმასპინძლებს.

WorldSkills – საქართველოს ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები 5 დეკემბერს გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილზე გასული კანდიდატები WorldSkills რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსზე წარდგებიან, რომელიც 2024 წელის 10-15 სექტემბერს საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართება.

დაინტერესებულ პირებს კონკურსის მიმდინარეობის ნახვა შეგეძლებათ ჩვენი Facebook – ის გვერდზე, LIVE STREAM – ის საშუალებით.

თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას!

Facebook Comments