AVTO

სამუშაო შეხვედრა ინტეგრირებული პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ინტეგრირებული პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

შეხვედრის მიზანი იყო რეფორმის ფარგლებში ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებაში ჩართული კოლეჯების საჭიროებების გამოვლენა, გადაჭრის გზებისა და მხარდამჭერი მექანიზმების განვითარებაზე მსჯელობა, ამავდროულად, ინტეგრირებული ზოგადი მოდულების რევიზიის მიზნების და ამოცანების შესახებ დისკუსია

შეხვედრა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თამარ სამხარაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს

📈

შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციები წარადგინეს და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრეს როგორიცაა კოლეჯებში ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის განვითარების დინამიკა და გამოწვევები

მნიშვნელოვანია, რომ ინტეგრირებული პროგრამების მხარდაჭერა პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, სასწავლო რესურსების შექმნის, მასწავლებელთა რეკრუტირების მხარდაჭერის, საკვალიფიკაციო ტრენინგებისა და ქოუჩინგის შეთავაზებით

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 13 წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოს პროფესიული განათლების სფერომ პირველად მიიღო სტუდენტები საშუალო პროფესიულ პროგრამებზე. 3 წლიანი სწავლების ციკლი დასრულდება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით, რაც სწავლის უმაღლესი განათლების საფეხურზე გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობა გაორმაგებულია

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა

Facebook Comments