AVTO

კოლეჯს “თეთნულდი” გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში-ანნა ჩერნიშოვა ეწვია

კოლეჯს “თეთნულდი” გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში-ანნა ჩერნიშოვა ეწვია.ვიზიტის ფარგლებში, გაეროს წარმომადგენელი, სხვა თანმხლებ სტუმრებთან ერთად კოლეჯის ხელმძღვანელს, სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს აუდიტორიები, არსებული ტექნიკა, გაეცნენ სასწავლო პროგრამებსა და მოისმინეს სტუდენტთა აზრი კოლეჯის სასწავლო პროგრამების შესახებ.ანა ჩერნიშოვამ კოლეჯის ხელმძღვანელს, ირმა ჯაფარიძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტით, რომ მიუხედავად პანდემიისა, კოლეჯი აქტიურად და წარმატებით ფუნქციონირებს.შეგახსენებთ, რომ “გაეროს განვითარების პროგრამისა” და შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით კოლეჯ “თეთნულდს” უკვე გადაეცა სხვა და სხვა დანადგარები, (ტრაქტორი, ხის ფეხვიანად ამომღები მოწყობილობა და ა.შ) კომპიუტერები, GPS მოწყობილობები და სხვა, რის შემდეგაც კოლეჯმა შეძლო ახალი საგანმანათლებლო კურსების დანერგვა.ვიზიტის ფარგლებში კოლეჯს ასევე სტუმრობდნენ ნინო ედილაშვილი-პროგრამის ოფიცერი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი.გიორგი ნანობაშვილი-ეკონომიკური განვითარების გუნდის ხელმძღვანელი, (გაეროს განვთარების პროგრამა) კონსტანტინე კობახიძე-პროფესიული განათლების პროექტის მენეჯერი და მამუკა მათიაშვილი-კონსულტანტი. კოლეჯების ხელშეწყობის ფონდი, (პროფესიული განათლების პროექტი, გაეროს განვითარების პროგრამა).შეხვედრის დასრულების შემდეგ კოლეჯ “თეთნულდის” ხელმძღვანელმა ირმა ჯაფარიძემ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

Facebook Comments