AVTO

სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე !

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სსიპ კოლეჯი “თეთნულდი” აცხადებს მიღებას მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე :

”ხე-ტყის დამზადება და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები” სწავლის ხანგრძლივობა – 7 კვირა

”ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება” სწავლის ხანგრძლივობა -8 კვირა

პროფესიული მომზადების პროგრამაზე ქართული “სამზარეულოს კერძების მომზადება” – სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ, მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს, ხოლო პროგრამაზე “ხე-ტყის დამზადება და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები” აუცილებელია მსურველს ქონდეს საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს არის მათთვის ვისაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები და დასაქმდეს აღნიშნული მიმართულებით.

თუ გსურთ სწავლა აღნიშნულ პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე,გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ვებ გვერდზე www.vet.emis.ge

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ 1 აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით

აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე

სწავლა დაიწყება 2021 წლის 7 აპრილს

 გისურვებთ წარმატებას !

Facebook Comments