კოლეჯი |“თეთნულდი“ აცხადებს ინოვაციური იდეების კონკურსს მესტიის საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის. ინოვაციური იდეების განხორციელება მოხდება კოლეჯის ინოვაციურ ლაბორატორიაში(ფაბლაბში), რომელიც აღჭურვილია 3D პრინტერით, ლაზერული ჭრისა და გრავირების დანადგარით, სიენსი როუტერით, თერმოწნეხით, ვაკუუმ ფორმირების დანადგარით. კონკურსის გამარჯვებულებს კოლეჯისგან გადაეცემათ ფულადი ჯილდო
პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 300 ლარს
მეორე ადგილის მფლობელი -200ლ
მესამე ადგილის მფლობელი -100ლ
კონკურსის ვადაა 15/05/2021-15/03/2021წ
Facebook Comments