კოლეჯის თეთნულდი პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ 👇
📌დაიწყო განაცხადების მიღება „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის“ პროგრამაზე!!!
📎სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის” პროგრამას.
📎პროგრამის ფარგლებში, საჭიროების მქონე ყველა დევნილს, რომელიც 2017-2019 წლებში ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ საგანმნანათლებლო დაწესებულებაში, აუნაზღაურდება საცხოვრებლიდან სასწავლებლამდე და სასწავლებლიდან საცხოვრებლამდე გადაადგილების ხარჯი.
📎პროგრამაში ჩასართავად, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით დევნილ სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ შეავსონ განაცხადის ფორმა და დაურთონ ყველა საჭირო დოკუმენტი.
📎განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
✔️ განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
✔️ დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
✔️ ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;
✔️ განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
✔️ განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია).
📎განაცხადის ფორმა იხილეთ ლიკზე: 👉https://drive.google.com/open…
📌დამატებით ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 595277667 .