დღეს, 25 ივლისს IT მხარდამჭერი სპეციალობის სტუდენტთა მე-2 სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. აღნიშნული ოლიმპიადის პირველი ადგილი მოიპოვა კოლეჯის “თეთნულდი” ინფორმაციის ტექნოლოიების სტუდენტმა ლევან ფილფანმა. გარდა ოლიმპიადაში მონაწილე კოლეჯების სტუდენტებისა და ინსტრუქტორებისა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის / ფონდის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა. გამარჯვებული სტუდენტებისათვის პრიზები დააწესეს კომპანიებმა „ორიენტ ლოჯიკმა“ და „სქაი ჰაიმ“.
ოლიმპიადა მიზნად ისახავს IT მხარდამჭერი სპეციალობის სტუდენტთა მოტივირებას, წახალისებასა და შესაბამისი დამსაქმებლებისათვის მათ გაცნობას. წელს დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.