AVTO

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა – საქართველო“ 5 აპრილს მემორანდუმი გააფორმა

2019 წლის 5 აპრილს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა-საქართველო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ,საზოგადოებრივ კოლეჯებთან სპექტრი , “ფაზისი” ,”თეთნულდი” , ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან.
ურთიერთთანამშრომლობის ეს პროექტი დაინტერესებულ გოგოებსა და ქალებს სამ თვიან ანაზღაურებად_სტაჟირებას ,საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფას ,კვებას ნავსადგურის სასადილოში და სამუშაო ადგილზე უბედურ შემთხვევაში დაზღვევას სთავაზობს.აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივა. ქალების ჩართვა სამუშაო პროცესში დაეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულ რეალიზებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაში.აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ქალებს დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომლებიც ქალებში ნაკლებად პოპულარულია და მიიღონ დასაქმების შესაძლებლობები, განივითარონ პროფესიული უნარები უსაფრთხო სამუშაო გარემოში.ხელი შეუწყონ შრომის ბაზარზე არსებული სტერეოტიპების მსხვრევას და ამით შეცვალონ ნავსადგურის საორგანიზაციო კულტურა და გარემო.ღონისძიება ორგანოზებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ,რომელიც ახორციელეს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს საქართველოში 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას ქვეყნის განათლების სექტორში და მიზნად ისახავს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.

Facebook Comments