კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა აცხადებს მიღებას
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში აცხადებს მიღებას შემდეგ ქალაქებში: თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე
- ასაკობრივი დიაპაზონი 16-28 წელი
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში შეისწავლით:
- მეწარმისთვისსაჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს;
- როგორ ვაქციოთ ბიზნესიდეა ბიზნეს მოდელად;
- “ბიზნესმოდელის ტილოს” შექმნას;
- ბიზნესპროექტის წერას;
- ფინანსურდაგეგმარებას.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე. „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი ორ თვიანია და მოიცავს 2 დონეს. პირველ დონეზე მონაწილენი გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს 7 რეგიონში, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება. მეორე დონეზე მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად; ამ დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები იქნებიან გადაყვანილნი, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. მეორე დონის ტრენინგები ჩატარდება ქუთაისსა და თბილისში და მოიცავს რამოდენიმე დღიან ინტენსიურ კურსს ( მონაწილეების სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები მთლიანად დაიფარება პროგრამის მიერ). მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ მისო „კრისტალის“ შეფასების კომისიასთან; საუკეთესო ბიზნეს პროექტები შესაბამისად მიიღებენ თანადაფინასებას მისო ‘‘კრისტალისგან’’.
კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 30 სტარტაპის თანადაფინანსება.
დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 10 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა
შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 32 2 02 20 20 ან გვეწვიეთ Facebook: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.
პროგრამის შესახებ: პროგრამა Yes-Georgia ხორციელდება 2015 წლის სექტემბრიდან ფონდი კრისტალის მიერ
სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შემოუერთდა ჯუნიორ ეჩივმენტი (JAG). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).
2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,104 განაცხადი შემოვიდა. 557 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 451-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 181 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 35-მა მიიღო თანადაფინანსება მისო ‘’კრისტალისგან’’.