AVTO
67426267_412036916326524_8711928843075584_n
IT მხარდამჭერი სპეციალობის სტუდენტთა მე-2 სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება

დღეს, 25 ივლისს IT მხარდამჭერი სპეციალობის სტუდენტთა მე-2 სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. აღნიშნული ოლიმპიადის პირველი ადგილი მოიპოვა კოლეჯის “თეთნულდი” ინფორმაციის ტექნოლოიების სტუდენტმა ლევან ფილფანმა. გარდა ოლიმპიადაში მონაწილე კოლეჯების სტუდენტებისა და ინსტრუქტორებისა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის / ფონდის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა. გამარჯვებული სტუდენტებისათვის პრიზები დააწესეს […]

62099155_528061714394891_494253690983546880_n
კოლეჯმა “თეთნულდი” გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“

  სსიპ პროფესიული კოლეჯი „ თეთნულდი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ინფორმაციულ ტექნოლოგიების მიმართულების პროგრამებში, სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული კურსების დაფუძნება“ წარადგინა Georgian IT Innovation-ს ყოველქლიურ ღონისძიებაზე, რომელიც 4 5 ივნისს, სასტუმრო შერატონ-მეტეხი პალასში გაიმართა და გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“ და გადაეცა შესაბამისი სიგელ

ZNPH7262
დიდი გამარჯვება

კოლეჯის “თეთნულდი” ინფორმაციის ტექნოლოგიების სტუდენტი, რომელმაც IT მხარდამჭერის სპეციალობის მე-2 სტუდენტურ ოლიმპიადიაში პირველი ადგილი დაიკავა.  მთელი გუნდი ვულოცავთ მას და მის პედაგოგს თაბუკა ციმინტიას ამ გამარჯვებას. კიდევ ბევრი წარმატება ჩვენ ყველას ერთად

ZNPH7262
მიღება

სსიპ პროფესიულ კოლეჯში „თეთნულდი“ 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ აპლიკანტთა სია: ელექტროობა 1.გამყრელიძე დათო 2.ყიფიანი იოანა 3.შუკვანი ლევან 4.თამლიანი კოსდა 5.ნიკოლოზიანი ზომერი 6.ჩართოლანი მუხრანი 7.ხაფთანი ლევან 8.კვანჭიანი თორნიკე მიღება-განთავსების სპეციალისტი 1.ნანსყანი მარინე 2.რატიანი დავითი 3.ნარსავიძე ლევან 4.ნარსავიძე დათა 5.პირველი თამარი 6.ნაევრიანი ლია 7.დეკანოიძე თეონა ინფორმაციის ტექნოლოგია 1.ფარჯიანი თეა 2.ფირცხელანი გერასი  3.ფალიანი შოთა […]

download
2019 წლის მაისი-ივნისში,საქართველოს მასშტაბით გაიმართება მე-2 ყოველწლიური სტუდენტური ოლიმპიადა ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის სპეციალობაში.

,2019 წლის მაისი-ივნისში,საქართველოს მასშტაბით გაიმართება მე-2 ყოველწლიური სტუდენტური ოლიმპიადა ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის სპეციალობაში.   ოლიმპიადას ორგანიზებას უწევს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და სსიპ პროფესიულ კოლეჯ „თეთნულდს“  შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი ,,IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი“-IT კლასტერი. ოლიმპიადის ჩატარების მიზანია ინფორმაციის ტექნოლოგის მხარდაჭერის პროგრამის პროფესიული სტუდენტთა წახალისება, დამსაქ­მებლების ჩართვა და WorldSkills-ის  საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადება. ოლიმპიადაში მონაწილეობა […]

ataswleuli
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა – საქართველო“ 5 აპრილს მემორანდუმი გააფორმა

2019 წლის 5 აპრილს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა-საქართველო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ,საზოგადოებრივ კოლეჯებთან სპექტრი , “ფაზისი” ,”თეთნულდი” , ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან.ურთიერთთანამშრომლობის ეს პროექტი დაინტერესებულ გოგოებსა და ქალებს სამ თვიან ანაზღაურებად_სტაჟირებას ,საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფას ,კვებას ნავსადგურის სასადილოში და სამუშაო ადგილზე უბედურ შემთხვევაში დაზღვევას […]

საშა გველესიანისა და დინა მირცხულავას საღამო

ვისაც გსურთ სულის შევსება,დადებითი მუხტი და ნამდვილი პოეზია,პროზა, გელოდებით 2019 წლის 15 თებერვალს,3 საათზე კოლეჯში ,,თეთნულდი” საშა გველესიანის და დინა მირცხულავას საღამოზე. მონაწილეობენ: რამაზ ფილფანი,მესტიის N2 საჯარო სკოლა,ლენჯერის საჯარო სკოლა. ორგანიზატორი: ლალი მარგიანი მხარდამჭერი კოლეჯი ,,თეთნულდი”

საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩის ვიქტორია ჰორვატის ვიზიტი სსიპ პროფესიულ კოლეჯში „თეთნულდი“

2019 წლის 5 თებერვალს  სსიპ პროფესიულ კოლეჯში „თეთნულდი“  სტუმრად იმყოფებოდასაქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩი ვიქტორია ჰორვატი,  ქალბატონმა  ვიქტორიამ დაათვალიერა  კოლეჯი, გაეცნო  კოლეჯის საქმიანობას, შეხვდა და გაესაუბრა პროფესიულ სტუდენტებს. კოლეჯის განვითარებისა და ხელშოწყობის კუთხით დაისახა სამომავლო გეგმები სსიპ პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“ დიდ მადლობას უხდის  სტუმრობისთვის საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულ უფლებიან ელჩს […]

IMG_9948
ინტეგრირებული ლექცია/სემინარი ელექტროობის ლაბორატორიაში

მიმდინარე წლის 31 იანვარს, სსიპ პროფესიულ კოლეჯში „თეთნულდი“ ჩატარდა ინტეგრირებული ლექცია/სემინარი დემონსტრირებით ელექტროობის ლაბორატორიაში ინფორმაციის ტექნოლოგიის სტუდენტებისათვის. დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა სამომავლო სასწავლო ურთიერთობები და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო შეხვედრები.

IMG_9907 - Copy
ინფორმაციის ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის დისტანციური ჩართვა განხორციელდა

2019 წლის 22 იანვარს სსიპ პროფესიულ კოლეჯში „თეთნულდი“ ინფორმაციის ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის განხორციელდა დისტანციური ჩართვა მილენიუმის პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტის „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი“ მენეჯერთან ბატონ ზაზა ცირამუასთან და სისკოს აკადემიის მთავარ ინსტრუქტორთან საქართველოში ბატონ ვლადიმერ ადამიასთან; შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა და დაისახა მომავალი გეგმები, რომელიც სტუდენტების მხრიდან იქნა ინიცირებული.