AVTO

სტუდენტური ოლიმპიადა

„ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი  მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დაფუძნება“

 

                                                                                     სტუდენტური ოლიმპიადა

 

ოლიმპიადის მიზანია ,,IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის“ ფარგლებში გაერთიანებული კოლეჯების სტუდენტთა წახალისება, მოტივაციის ამაღლება და მათი ურთიერთგაცნობა; მსგავსი ღონისძიებების ტრადიციის დაფუძნება და კოლეჯებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.

 

ჩატარების ეტაპები:

სტუდენტური ოლიმპიადა ტარდება 2 ეტაპად: პირველი ეტაპი ლოკალურად კოლეჯებში, ხოლო მე-2, ფინალური ეტაპი –  რეგიონულ კოლეჯში.

 

დაშვების წინაპირობა :

სტუდენტური ოლიმპიადა გაიმართება კოლეჯებში და მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის მოსწავლე, რომელიც სასწავლებლებში ჩარიცხული იქნება მინიმუმ 2017 შემოდგომაზე.

 

სტუდენტების რეგისტრაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებენ  ზოგად დავალებას/ინსტრუქციას კონკურსში მონაწილეობის წესების შესახებ.

 

მონაწილეობის  წესი:

სტუდენტი შემთხვევითად (კაპსულიდან/კონვერტიდან)  ამოღებული ნომრის მიხედვით) ჯდება კომპიუტერთან, სადაც მას ხვდება წინასწარ მომზადებული დავალება.

სტუდენტი დავალებას ასრულებს 2 ეტაპად. შესვენება 15 წუთი.

კონკურსის კონკრეტული ეტაპების დასრულებამდე სტუდენტს არ აქვს კლასიდან გასვლის უფლება.

თოთოეული მონაწილე მისთვის გამოყოფილი დროის ამოწურვისთანავე ტოვებს ოლიმპიადის ჩატარების ადგილს (კომპიუტერულ კლასს).

 

მონაწილეების შეფასება:

  • სტუდენტი ფასდება დავალებაში მითითებული ქულების შესაბამისად;

 

თუ მონაწილეებმა დააგროვეს ერთი და იგივე ქულა, უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, ვინც ყველაზე ადრე დაასრულა დავალების შესრულება.შეფასების წესი:

  • შეფასებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ IT პედაგოგებმა (მინიმუმ 2 პედაგოგი) და ადმინისტრაციის თანამშრომელმა;
  • შეფასება ხდება დავალების ფურცელზე, რომელზე დატანილი იქნება კოლეჯის პარამეტრების, შემფასებლებისა და მონაწილე პირის ველები. ფურცელზე ასევე დატანილი უნდა იქნას დავალების მიღების და დასრულების ზუსტი დროები.

დავალების ფურცლის გადაცემისას ხდება დოკუმენტის შევსება დროისა და სხვა პარამეტრების მითითებით. დოკუმენტზე ხელს აწერს მონაწილე;

  • შეფასების ფურცელზე ხელს აწერენ როგორც შემფასებლები, ასევე მონაწილე;
  • შეფასება მოხდება დავალებაში მითითებული ქულების შესაბამისად;
  • დროის ამოწურვის შემდეგ შემფასებელი მიდის თითოეული მონაწილის კომპიუტერთან და აფასებს დავალებას;
  • თუ რამდენიმე მონაწილე აგროვებს თანაბარ ქულას, უპირატესობა ენიჭება იმ მონაწილეს, ვინც უფრო ადრე დაამთავრა დავალება.

 

ტექნიკური მოთხოვნები:

  • კონკურსი ტარდება კოლეჯების კომპიუტერულ კლასებში, რომლებიც აღჭურვილი იქნება აუდიო და ვიდეო დაკვირვების მოწყობილობებით;
  • კლასი, სადაც ჩატარდება ოლიმპიადა, აღჭურვილი უნდა იყოს ინტერნეტში ჩართული პერსონალური კომპიუტერებით;
  • კოლეჯმა თითოეულ მონაწილეზე უნდა უზრუნველყოს თითო პერსონალური კომპიუტერი;
  • კომპიუტერები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული (ოლიმპიადის მიმდინარეობისას ტექნიკური პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა გამოყოფილ იქნას მინიმუმ ერთი სარეზერვო კომპიუტერი);
  • ელ. ენერგიის და სხვა გაუთვალისწინებელი პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მონაწილეებს უნდა დაემატოს ის დრო, რა დროიდანაც შეიქმნა პრობლემა. თუ 30 წუთის განმავლობაში არ მოხერხდა ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა, ოლიმპიადა ჩაშლილად გამოცხადდება.

 

პერსონალური კომპიუტერის გაწყობა:

  • ის კომპიუტერული კლასი, სადაც ჩატარდება ოლიმპიადა, ჩატარებამდე უნდა დაინომროს და ნომრები მიმაგრებულ უნდა იქნას პერსონალურ კომპიუტერზე, გამოსაჩენ ადგილას;
  • პერსონალურ კომპიუტერზე წინასწარ უნდა იქნას ჩაწერილი ვირტუალიზაციის პროგრამა ვირტუალბოქსი;
  • პერსონალური კომპიუტერის ეკრანზე უნდა იქნას განთავსებული საქაღალდე, სადაც მოთავსდება პერსონალური კომპიუტერის ოპერაციული სისტემა, სისტემის გასაღები და დავალება.

 

 

პრიზები

პირველ ტურის  პირველი სამი  გამარჯვებული სტუდენტი დაჯილდოვდება სერტიფიკატებით.

მეორე ტური:   1-ელ, მე-2 და მე-3  ადგილზე გასული სტუდენტები დაჯილდოვდება  სხვადასხვა პრიზებით.

 

ჩატარების ეტაპები:

 

პირველი ტურის ოლიმპიადის საკითხები   მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  1. კომპიუტერული წიგნიერება
  2. მოდული 0611201. კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა
  3. მოდული 0611202. კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა

მეორე ტურში გადის პირველ ეტაპზე მონაწილეთაგან 1-ელ და მე-2 ადგილის მფლობელი.

 

საკითხები, რომელსაც მოიცავს ოლიმპიადა:  

 

პირველი ტური ჩატარდება 5 ივნისს, 12:00 საათზე ლოკალურად კოლეჯებში და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

 

 

ნაწილი პირველი:

  1. ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და გამართვა – 45 წუთი
  2. პერიფერიული მოწყობილობისთვის შესაბამის დრაივერის მოძებნა და ინსტალაცია -30 წუთი
  3. ოპერაციული სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაცია და შესაბამის უფლებების მინიჭება – 30 წუთი

 

მე-2 ნაწილი

  1. საპრეზენტაციო დოკუმენტის მომზადება – 40 წუთი

 

მე-2 ეტაპი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  1. კომპიუტერული წიგნიერება
  2. მოდული 0611201. კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა
  3. მოდული 0611202. კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
  4. მოდული 0611203. კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპები
  5. მოდული 0611206. კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხოება და პრობლემების აღმოფხვრა

დავალებისთვის გამოყოფილი დრო:  3 საათი

Facebook Comments