ხვალ 29 ივნისს სსიპ პროფესიული კოლეჯი “თეთნულდი” გამართავს, პროექტის “ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცერებული პროგრამების დაფუძნება ” ფარგლებში კონფერენციას “IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი- საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი” .
კონფერენციაზე მოხდება შეჯამება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ” ინფორმაციული ტექნოლოგიების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერთიფიცირებული პროგრამების დაფუძნება” მიღწევებისა და სამაგალითო შედეგების. კონფერენციის მიზანია აუდიტორიას გაუზიაროს რეკომენდაციები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, მიმოიხილოს პროფესიული განათლებისადმი კლასტერული მიდგომა. პროფესიული განათლების სისტემისა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს მიმოიხილავენ განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, MCA/MCC-ის პარტნიორი კოლეჯების და IT დამსაქმებელთა საბჭოს წარმომადგენლები. ღონისძიების პირველი ნაწილი დასრულდება სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოვებით.
ღონისძიების ადგილი : სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია
დასაწყისი : 10:00
Facebook Comments