სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კერვა

პროგრამის აღწერა

პროფესიული მომზადების პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებსაც მოკლე პერიოდის განმავლობაში შეუძლიათ პროგრამის ფარგლებში შეისწავლონ საწოლის თეთრეულისა და ფარდის მხატვრულ-ტექნოლოგიური დამუშავება; პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებენ დასაქმებას ადგილობრივ ბაზარზე არსებულ სამკერვალო სალონებში ან თვითდასაქმდებიან. პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლის მეთოდოლოგიით კვალიფიციური დარგის სპეციალისტების მიერ. პროგრამის განხორციელების დროს გამოყენებული იქნება სხვადასხვა სწავლების მეთოდები: პრეზენტაცია, დემონსტრირება, პრაქტიკული მეცადინეობა. პროფესიული მომზადების პროგრამის მოცულობა შეადგენს 165 სთ. მსმენელის შეფასებაზე გათვალისწინებულია 7 სთ. შეფასება განხორციელდება 1-ლ და მე-8 კვირას. მსმენელთა მომზადება განხორციელდება 8 კვირის განმავლობაში.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კადრები, რომლებსაც ექნებათ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კერვაში. პროგრამის მიზანია, პირს შეასწავლოს სამუშაო გარემოში უსაფრთხოების წესების დაცვით ისწავლოს ფარდისა და თეთრეულის კლასიფიცირება, მხატვრული, ტექნოლოგიური დამუშავება და მასალაში შესრულება.

პროგრამის ხანგრძლივობა : 8 კვირა

Scroll to Top

გმადლობთ,

თქვენი შეტყობინება მიღებულია!