ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება

პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომელთაც სურს დასაქმება ნებისმიერი ტიპის სასტუმროებში, რესტორნებსა და ობიექტებში სადაც ამზადებენ საკვებს. სწავლება ხორციელდება კოლეჯის ბაზაზე. პროფესიული მომზადების პროგრამის მოცულობა შეადგენს 157 სთ. სწავლება ხორციელდრბა 8 კვირის მანძილზე. მათ შორის პირველი 7 კვირის განმავლობაში კვირში 20 აკადემიური საათის დატვირთვით, ხოლო ბოლო მე-8 კვირა 17 აკადემიური საათის დატვირთვით. განმსაზღვრელი შეფასებები 5-5 საათი. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასება განხორციელდება მე-5 და მე-8 კვირას.
შეფსების ინსტრუმენტები:
- პრქატიკული დავალება დაკვირვებით
შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპზე დაფუძვნებული სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა; პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კადრები რომლებსაც ექნებათ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადებასა და კალკულაციის განსაზღვრაში. პროგრამის მიზანია პირს შეასწავლოს ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძები: საქონლის, ხბოს ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადება, ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტებისგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების, მომზადება და ბოსტნეულისა და ბაღჩეულისაგან წვნიანი კერძების მომზადება, ასევე. პროდუქტის, ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა
პროგრამის ხანგრძლივობა : 8 კვირა

