სადღესასწაულო საკონდიტრო ნაწარმის მომზადება

პროგრამის აღწერა

პროფესიული მომზადების პროგრამა „სადღესასწაულო საკონდიტრო ნაწარმისმომზადება“ განკუთვნილია ინ პირებისათვის, რომელთაც სურთ დასაქმება ნებისმიერი ტიპის სასტუმროებში, რესტორნებსა და ობიექტებში, სადაც ამზადებენ სადღესასწაულო საკონდიტრო ნაწარმს, ასევე გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარები და დახელოვდნენ სხვადასხვა სადღესასწაულო საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაში. პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლის მეთოდოლოგიით კვალიფიციური დარგის სპეციალისტების მიერ. პროგრამის განხორციელების დროს გამოყენებული იქნება სხვადასხვა სწავლების მეთოდები: პრეზენტაცია, დემონსტრირება, პრაქტიკული მეცადინეობა. პროფესიული მომზადების პროგრამის მოცულობა შეადგენს 125 სთ. მსმენელის შეფასებაზე გათვალისწინებულია 14 სთ. შეფასება განხორციელდება 1, 2 ,3,4,5,6 კვირას

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კადრები, რომლებსაც ექნებათ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები სადღესასწაულო საკონდიტრო ნაწარმის მომზადებში. პროგრამის მიზანია პირს შეასწავლოს სამუშაო ადგილის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, საკონდიტრო პროდუქტების დახასიათება, საკონდიტრო ცომებისათვის პროდუქტების სწორად არჩევა, პირველადი დამუშავება, მომზადება და გამოცხობა; გამომცხვარი ბაზის აწყობა და გაფორმება; ასევე საკონდიტრო კრემების, მუსების, განაჟისა და სუფლეების მოსამზადებლად ნედლეულისა და პროდუქტის არჩევა, ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, მასის მომზადება, თერმული დამუშავება, გამომცხვარი ბაზის აწყობა, ნამცხვრისა და ტორტის გაფორმება.

პროგრამის ხანგრძლივობა : 6 კვირა

Scroll to Top

გმადლობთ,

თქვენი შეტყობინება მიღებულია!