ინფორმაციის ტექნოლოგია

მიზანი

პროგრამის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრის – პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

დაშვების წინაპირობა

საბაზო განათლება

კარიერული შესაძლებლობები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

ხანგრძლივობა

თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე პროფესიული ტესტირების გზით ჩაირიცხა პირი, მან სავალდებულოდ უნდა დაიწყოს სწავლა ,,ქართული ენა A2” მოდულით, 15 კრედიტის მოცულობით, რომლის სწავლებაც ხორციელდება  3 სასწავლო თვის მანძილზე. შესაბამისად, ასეთი პირებისათვის სწავლების ხანგრძლივობა იქნება 14 სასწავლო თვე.

სავარაუდო დაწყების თარიღი

1 ივნისი 2025

კურსის ხელმძღვანელი

მაიკო გულედანი

Scroll to Top

გმადლობთ,

თქვენი შეტყობინება მიღებულია!