სასტუმრო მომსახურება

მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის სასტუმრო საქმის სპეციალისტების მომზადება.
დაშვების წინაპირობა
სრული ზოგადი განათლება
საბაზო ზოგადი განათლება – იმ შემთხვევაში თუ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.
კარიერული შესაძლებლობები
სასტუმრო საქმის სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს საოჯახო ტიპისა და მცირე ტიპის სასტუმროს მმართველად, ან ნებიმიერი ტიპის სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში (რესტორნით და რესტორნის გარეშე) მიღება-განთავსების, ჯავშნებისა და სამეურნეო განყოფილების სპეციალისტად.
ხანგრძლივობა
ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის- 74 კრედიტი (55 სასწავლო კვირა)
არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის- 104 კრედიტი (75 სასწავლო კვირა)
სავარაუდო დაწყების თარიღი
1 ივნისი 2025

კურსის ხელმძღვანელი
ნათია ნაკანი