ისტორია

კოლეჯი ,,თეთნულდი“ მდებარეობს დაბა  მესტიაში  და  არის ავტორიზებული პროფესიული სასწავლებელი, რომელიც დაარსდა 2011 წელს პროფესიული ლიცეუმის ბაზაზე,   კოლეჯი ახორციელებს , როგორც გრძელვადიან ასევე   მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს . თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების, კოლეჯის შინაგანაწესისა და წესდების შესაბამისად.

კოლეჯის მიზანია: საქართველოს მოსახლეობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდა.კოლეჯის ამოცანებია:შეიმუშაოს კვალიფიციური, მაღალი სტანდარტის პროფესიული საგანმანათლებლო და განვითარების პროგრამები. უზრუნველყოს სასწავლო გარემო, მიანიჭოს კვალიფიკაციები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორენოვანი დიპლომი, ამასთანავე მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების დამადასტურებელი სერთიფიკატები.კოლეჯის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად, აცხადებს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაციას.

Scroll to Top

გმადლობთ,

თქვენი შეტყობინება მიღებულია!