სამკერვალო წარმოება

მიზანი

ჩარჩო დოკუმენტის მიზანია, შემუშავებულ იქნას ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამა, რომელიც  სამკერვალო წარმოებისათვის უზრუნველყოფს  მაღალკვალიფიციური სპეციალისტის  აღზრდას. სპეციალისტი შეძლებს, ქალის, მამაკაცის,   ბავშვის ტანსაცმლის და  სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას, ასევე,  ქართული ეროვნული სამოსის   მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის  შეკეთებას, გადაკეთებას და  აღდგენას,  საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლს.

დაშვების წინაპირობა

საბაზისო განათლება

კარიერული შესაძლებლობები

საბაზო პროფესიული კვალიფიკაციით სამკერვალო წარმოებაში პირს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ხანგრძლივობა

-ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის-  100 კრედიტი 17  სასწავლო თვე  (70 სასწავლო კვირა)
– არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის- 115  კრედიტი 20  სასწავლო თვე (90 სასწავლო კვირა)

სავარაუდო დაწყების თარიღი

1 ივნისი 2025

კურსის ხელმძღვანელი

ნანული სიდიანი

Scroll to Top

გმადლობთ,

თქვენი შეტყობინება მიღებულია!