სატყეო საქმე

მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
დაშვების წინაპირობა
სრული ზოგადი განათლება
საბაზო ზოგადი განათლება – იმ შემთხვევაში თუ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები
კარიერული შესაძლებლობები
სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესია გულისხმობს ტყეში, ღია ცის ქვეშ რთულ ოროგრაფიულ და კლიმატურ პირობებში არასტანდარტული კომუნიკაციით და სამუშაო რეჟიმით მუშაობას, სატყეო სამეურნეო ღონისძიებების უსაფრთხოდ განხორციელებას. პირს შეუძლია დასაქმდეს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
ხანგრძლივობა
ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის- 118 კრედიტი (84 სასწავლო კვირა)
არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის- 148 კრედიტი (104 სასწავლო კვირა)
სავარაუდო დაწყების თარიღი
1 ივნისი 2025

კურსის ხელმძღვანელი
გოჩა ხორგუანი