კომპიუტერული ქსელი და სისტემები

მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.

დაშვების წინაპირობა

სრული ზოგადი განათლება

საბაზო ზოგადი განათლება – იმ შემთხვევაში თუ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

კარიერული შესაძლებლობები

კომპიუტერული ქსელისა და სისტემების  სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის მქონე ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებით მოსარგებლე ნებისმიერ მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციაში, ასევე სატელეკომუნიკაციო პროფილის მქონე ორგანიზაციებში, ფილიალების/ობიექტების მქონე ქსელურ ორგანიზაციებში, მონაცემთა მართვის სააგენტოებში და სხვა ნებისმიერ, დიდი ზომის ორგანიზაციაში ქსელისა და სისტემების უმცროს (Junior)  ადმინისტრატორად.

ხანგრძლივობა

ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის-  87 კრედიტი  (60 სასწავლო კვირა) არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის- 117 კრედიტი  (80 სასწავლო კვირა)

სავარაუდო დაწყების თარიღი

1 ივნისი 2025

კურსის ხელმძღვანელი

გელა ფირცხელავა

Scroll to Top

გმადლობთ,

თქვენი შეტყობინება მიღებულია!