ხის მხატვრული დამუშავება

მიზანი
პროგრამოს მიზანია, შემუშავებულ იქნას ისეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლიც ხის, მხატვრული დამუშავების სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს ხის მხატვრული დამუშავების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტს, რომელმაც იცის ხის მხატვრული დამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება, კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ავეჯის კონსტრუირება, ესკიზის მიხედვით ხის მხატვრული კვეთა, ხის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების დამზადება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხის დაზიანებული ავეჯის შეკეთება.

დაშვების წინაპირობა
საბაზისო განათლება
კარიერული შესაძლებლობები
ხის მხატვრული დამუშავებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს ავეჯის კონსტრუქტორად, ეკლესიების, სკოლების, რესტორნების ავეჯის მწარმოებლად, სპეციალური ავეჯის (დახლების, ვიტრინების, თაროების და მისთ) მწარმოებლად, საოფისე ავეჯის მწარმოებლად, ხის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების მწარმოებლად, ხის სტატუეტების და ორნამენტების, ხის ინკრუსტაციების, ხის ფერადი მოზაიკის მწარმოებლად, ხის ყუთების, საიუველირო ნაკეთობების, სასადილო საკუთნოების და მსგავსი ნაკეთობების მწარმოებლად.
პირს შეუძლია დასაქმდეს: ავეჯის დამამზადებელ საწარმოში, ხის დამამუშავებელ საწარმოში, ხის წნული ნივთების დამამზადებელ სახელოსნოში, შექმნას კერძო წარმოება და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი.
ხანგრძლივობა
ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის- 90 კრედიტი 17 სასწავლო თვე (69 სასწავლო კვირა)
არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის- 105 კრედიტი 20 სასწავლო თვე (80 სასწავლო კვირა)
არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის- 105 კრედიტი 20 სასწავლო თვე (80 სასწავლო კვირა)
სავარაუდო დაწყების თარიღი
1 ივნისი 2025

კურსის ხელმძღვანელი
შალვა გულედანი