Erasmus + საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლითი პროექტი „GLEE IT UP”

20-30 მაისს, უნგრეთში, კერძოდ კი ჰოლოკოში  კოლეჯ თეთნულდის სამმა სტუდენტმა, (ილია ფალიანი, ნიკოლოზ ჯაფარიძე, თორნიკე მურღვლიანი) საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო Erasmus + საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში „GLEE IT UP”  ევროპის 5 ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდასთან ერთად (ლატვია, ლეიტვა, იტალია, უნგრეთი, საბერძნეთი).

არაფორმალური განათლება -სწავლა, შემოქმედება და გართობა ერთ სივრცეში — ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეუმჯობესებინათ უნარები თუ  როგორ გადმოსცე შენი მესიჯი სამყაროს სცენის, მოძრაობისა და თამაშის მეშვეობით.

10 დღის განმავლობაში ჩვენი სტუდენტები გაეცნენ მონაწილე ქვეყნების კულტურებს, გუნდური მუშაობის პრონციპების დაცვით საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს — როგორიცაა ამბის თხრობა, მუსიკა, ცეკვა და სცენა.

განსაკუთრებული მადლობა Student Youth Council-ს და უნგრულ არასამთავრობო ორგანიზაცია  Egyesek-ს , რომელმაც გაუწია პროგრამას ორგანიზება Erasmus+ პროექტის ფარგლებში.  ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს წარმატებას და ვამაყობთ მათი საერთაშორისო დონეზე ჩართულობით!

სხვა პროექტები

Scroll to Top

გმადლობთ,

თქვენი შეტყობინება მიღებულია!