კოლეჯის “თეთნულდი“ სტუდენტები საერთაშორისო ეკო-ინიციატივაში!

კოლეჯის ოთხმა სტუდენტმა ( ნიკოლოზ ჯაფარიძე, თორნიკე მურღვლიანი, ლევან ჯაფარიძე, დავით ჯაფარიძე) კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერთან ელენე განაიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო Erasmus+ Youth Exchange პროექტში — “Youth for a Sustainable Future”, რომელიც გაიმართა 📅 22-26 აპრილს ქობულეთში, სადაც ასევე მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები კვიპროსიდან, ლიეტვადან და პოლონეთიდან.

პროექტის მიზანი იყო: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ეკო-მეგობრული ჩვევების ჩამოყალიბება, ახალგაზრდების აქტიური ჩართვა მდგრადი განვითარების პროცესში, კულტურული გაცვლა და საერთაშორისო თანამშრომლობა.

სტუდენტები მონაწილეობდნენ ინტერაქტიულ ვორქშოპებში, ეკო-აქტივობებში, საველე ვიზიტებში და შეისწავლეს გარემოსდაცვითი ლიდერობის უნარები. მათ ასევე შეიმუშავეს იდეები, როგორ შეიძლება ეკოლოგიური პრაქტიკების გავრცელება საკუთარ თემებში.

განსაკუთრებული მადლობა Youth Center of Georgia-ს, რომელმაც გაუწია პროგრამას ორგანიზება Erasmus+ პროექტის ფარგლებში.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს წარმატებას და ვამაყობთ მათი საერთაშორისო დონეზე ჩართულობით!

ერთად ვქმნით უფრო მწვანე და მდგრად მომავალს

Scroll to Top

გმადლობთ,

თქვენი შეტყობინება მიღებულია!