სამუშაო ვიზიტი

2024 წლის 4-11 დეკემბერს პოლონეთში, კერძოდ კი ლუბლინში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ კოლეჯის დირექტორი ირმა ჯაფარიძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ელენე განაია,  სასწავლო სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კოლეჯ თეთნულდის წარმომადგენლები ეწვივნენ სამ პროფესიულ სასწავლებელს ლუბლინში, შეხვედრებზე განხილულ იქნა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ჩვენი კოლეჯის განვითარებისთვის და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის,ასევე ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი სახელმწიფოსთვის, რომელიც გადის ისტორიულ გზას.

საერთაშორისო თანამშრომლობა განათლების სფეროში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, რადგან აძლიერებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზე და ავითარებს ჩვენი სტუდენტებისა და პედაგოგების პროფესიულ შესაძლებლობებს.

მომავალში უფრო მჭიდრო თანამშრომლობით და ახალი შესაძლებლობებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ინიციატივები ხელს შეუწყობს ჩვენს სტუდენტებსა და პედაგოგებს საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევაში.

#კოლეჯითეთნულდი #სასწავლშეხვედრა #საერთაშორისოურთიერთობები #განვითარება #პარტნიორობა #ევროინტეგრაცია

სხვა პროექტები

Scroll to Top

გმადლობთ,

თქვენი შეტყობინება მიღებულია!