სსიპ კოლეჯის „თეთნულდი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობა“ პროგრამის ხელმძღვანელმა ნუგზარ ხერგიანმა წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპები პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში ინჟინერიის დარგის მიმართულებით და 2024 წლის 20-26 მაისს საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის Ventspils Tehnikums კოლეჯში.
აღნიშნული ვიზიტის მიზანი გახლდათ, პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაძლიერება საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზით.
ვიზიტის შემდგომმა შთაბეჭდილებებმა და გამოცდილებამ კოლეჯის სტუდენტების ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელივანი როლი ითამაშა
პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia

