ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

მუხლი 1. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება

1.ბიბლიოთეკით სარგებლობის  უფლება აქვთ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებულ პირებს.

2.ბიბლიოთეკაში გაწევრიანების უფლება აქვთ:

ა. კოლეჯის სტუდენტებს;

ბ. კოლეჯის პერსონალს;

3.ბიბლიოთეკაში გაწევრიანების სააპლიკაციო ფორმა თან ახლავს წინამდებაე დებულებას.

მუხლი 2.ბიბლიოთეკაში სტუდენტების გაწევრიანება

1.კოლეჯის სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრადსწავლების მთელი პერიოდისათვის.

2.სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება მის მიერ სააპლიკაციო განაცხადის შევსებით.

3. კოლეჯის სტუდენტისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

მუხლი 3. ბიბლიოთეკაში კოლეჯის პერსონალის გაწევრიანება

1.კოლეჯის პერსონალის (ადმინისრაციული,აკადემიური, მოწევეული სპეციალისტები)

ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება მათ მიერ შესაბამის პოზიციებზე ყოფნის განმავლობაში.

2.პერსონალის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება მის მიერ სააპლიკაციო განაცხადის შევსებით.

3. კოლეჯის  პერსონალისათვის  ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

მუხლი 4. ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა და დაბრუნება:

1.წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, გამონაკლისის გარეშე  ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა  ასეთი წიგნებით სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან ქსეროქსზე გადაიღოს მისთვის საჭირო ადგილები, თუ მთელი წიგნი.

2. სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით. უპირატესად გაიცემა დაქსეროქსებული ეგზემპლარი, თუკი ასეთი არსებობს.

3.ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ხუთი დღის ვადით. მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ხუთი დღის ვადით), იმ შემთხვევაში, თუკი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.

4.თუ წიგნის დაბრუნება ბიბლიოთეკაში არ მოხდა საჭირო დროს, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ბიბლიოთეკას დროულად არ დაბრუნების მიზეზი. მიზეზის არასაპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში წიგნის გამტანი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი ორი დღის ვადაში, ორი დღის გადაცილების შემთხვევაში ყოვლ გადაცილებულ დღეზე მკითხველი გადაიხდის ჯარიმას სამი ლარის ოდენობით.

5.წიგნის დაკარგვის ან ისეთი დოზით დაზიანების შემთხვევაში,როდესაც მისი გამოყენება

შეუძლებელია, წიგნის გამტანი ვალდებულია 2 დღის ვადაში ბიბლიოთეკაში მოიტანოს იგივე სახის წიგნი ან აანაზღაუროს გატანილი წიგნის საფასური კოლეჯის ფინანსურ სამსახურში ანგარიშწორებით.

6.წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

7.ბიბლიოთეკარს შეუძლია მოითხოვოს წიგნის თუ ბიბლიოთეკიდან გატანილი რომელიმე სხვა ნივთის (დისკის, ვიდეო-კასეტის) ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია წიგნი დააბრუნოს შეტყობინებიდან ერთი დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველი ჯარიმდება და გადაიხდის ჯარიმას – ყოველი გადაცდენილი დღისათვის – 3 ლარის ოდენობით.

მუხლი 5. გატანილი მასალის ან წიგნის დაკარგვა და გატანის უფლების აკრძალვა

1.გატანილი მასალისა და წიგნის დაკარგვის შემთხვევაში დამკარგავი იხდის ჯარიმას, მასალის ან წიგნის ღირებულების ორმაგი ოდენობით.

2.ბიბლიოთეკის თანამშრომელს აქვს უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში, კოლეჯის დირექტორის თანხმობით აკრძალოს ან შეცვალოს ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის წესი. ან არ გაატანოს წიგნი იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში.

მუხლი 6. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

1.ბიბლიოთეკით მოსარგებლე ვალდებულია:

ა)წიგნის გამოყენების შემდეგ თვითნებურად არ დადოს წიგნი თაროზე,

ბ)წიგნი უნდა მიუბრუნოთ ბიბლიოთეკარს: ბიბლიოთეკის თანამშრომელი თვითონ დააბრუნებს მას ადგილზე.

გ)წიგნის თქვენთვის გადანახვის სურვილის შემთხვევაში თხოვნით მიმართეთ ბიბლიოთეკარს.

დ)დაუშვებელია სადილობა ბიბლიოთეკაში. ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყლის ან  სასმელის თან ქონა.

2.ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია:

ა)მოწევა,

ბ)ხმაური და საუბარი.

გ) მობილური ტელეფონების გამოყენება.

დ)წიგნის არასწორად დადება, მისი დამალვის, ანუ სხვა სტუდენტისათვის წიგნის გამოყენების ხელისშეშლის მიზნით.

ე)წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, დაფხაჭნა, ფურცლების ამოგლეჯა.

3.აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბიბლიოთეკა უფლებამოსილია დაუწესოს ბიბლიოთეკით სარგებლობის შეზღუდვა ასეთ მომხმარებელს და დააკისროს  ჯარიმა, რომელსაც მომხმარებელი გადაიხდის კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ დაგენილი ტარიფის შესაბამისად (ტარიფი განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა შედეგი მოჰყვა მომხმარებლის მიერ ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევას).

4. წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობასა თუ დაზიანებაში ხელმეორედ შემჩნეულ სტუდენტს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.  ხოლო პერსონალი და მოწვეული პედაგოგები განთავისუფლებულნი იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

1. ბიბლიოთეკის  დებულებას  ბრძანებით  ამტკიცებს  კოლეჯის  დირექტორი.

2.ამ დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.