AVTO

SES- ის ექსპერტების ვიზიტი სსიპ პროფესიულ კოლეჯში “თეთნულდი”- სამშენებლო მიმართულებით

2018 წლის 27-30 ნოემბერს სსიპ პროფესიულ კოლეჯში „თეთნულდი“ სამუშაო კვირეულის ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდა სამშენებლო მიმართულების დუალური პროფესიული განათლების გერმანელი ექსპერტი გუიდო გერბერდინგი და აგრეთვე პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი ბატონი გერალდ ვეტცელი. ვიზიტი განხორციელდა SES პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) და TPDC-ს.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი გაეცნო ზოგადად კოლეჯში მიმდინარე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, დაათვალიერა სასწავლო სახელოსნოები . სამშენებლო მიმართულების პედაგოგებთან კი ჩაატარა შეხვედრები, სადაც ისაუბრა დუალური განათლების გერმანული მოდელის თავისებურებებზე. მოხდა გამოცდილების გაზიარება და დასახულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

Facebook Comments