AVTO
Copy of IMG_20171013_123209
სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

პროექტის “ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა  საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე  საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დაფუძნება” ფარგლებში 2017 წლის 9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პროფესიული კოლეჯის “თეთნულდის”  დირექტორი  ირმა ჯაფარიძე და სხვა მონაწილეები სტუმრობდნენ ვესტფალიის  მხარისა და ბერლინის ცისკოს ოფისებს. სამუშაო ვიზიტის  მთავარი მიზანი  გახლავთ ზემოაღნიშნული  პროექტის  განხორციელების გზების შემუშავება. მოსახლეობის ჩართულობის ზრდა და კოლეჯში […]

2ndmeeting-345x234
IT დამსაქმებელთა საბჭოს მე-2 შეხვედრა

4 მაისს გაიმართა IT დამსაქმებელთა საბჭოს მე-2 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პროექტის საერთაშორისო პარტნიორის Cisco Networking Academy-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტერიტორიულმა მენეჯერმა კარსტენ ჯონსონმა. შეხვედრის ძირითად თემა იყო ცისკოს სასწავლო პროგრამების თავსებადობა ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და ე.წ. ელკომპეტენციების ჩარჩოსთან. შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთხელ იქნა განხილული საბჭოს ფუნქციები და ამოცანები.